ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ადამიანის რისხვა
WRATH OF MAN
გაი რიჩის ექშენ-თრილერი და 2004 წლის ფრანგული ფილმის “ინკასატორის” რიმეიკი, შურისძიების სურვილით შეპყრობილი იდუმალი მამაკაცის სახელად ეიჩის შესახებ, რომელიც საინკასაციო კომპანიაში მუშაობას იწყებს, რათა ლოს-ანჯელესში საინკასაციო მანქანებზე გახმაურებული ძარცვის სერიებში თანამონაწილეები იპოვოს, რომლებმაც მისი ვაჟი მოკლეს. მორიგი ძარცვის დროს, მთავარი გმირი მოულოდნელად თავის სასტიკ უნარებს ავლენს და კოლეგებს აოცებს, რომლებიც ინტერესდებიან, ვინ არის ის და საიდან მოვიდა. მალე ეიჩის მოტივები საბოლოოდ ნათელი ხდება, როდესაც ის ანგარიშწორების მიზნით გადამწყვეტ და შეუქცევად ნაბიჯებს გადადგამს.
დეტროიტი
Detroit
ყველაზე დამანგრეველი სამოქალაქო არეულობის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1967 წელს დეტროიტში ათი ათასობით მოქალაქე აჯანყდება და მთავრობის კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.
წლის ბრძოლა
Battle of the Year
ფილმი მოგვითხრობს ჯგუფ B-BOYS მომზადებაზე, რომელიც წლის ბოლომდე იბრძოლებს საბოლოო კონკურსში, ისინი დომინირებენ მსოფლიო სცენაზე უკვე ათი წელია.
მხტუნავი ცოცხი
Jumping the Broom
ქორწილში სიძის და პატარძლის ნათესავებს შორის, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან, პატარ-პატარა გაუგებრობები ხდება, რომლებიც შესაძლოა ნამდვილ ომში გადაიზარდოს...
ავატარი | Avatar
22-ე საუკუნეში, ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული ყოფილი საზღვაო ქვეითი, უნიკალური მისიის შესასრულებლად პლანეტა პანდორაზე მიემგზავრება. ის იძულებულია შეასრულოს ბრძანებები, მაგრამ ამავე დროს უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის დაცვაც მოუუწევს.
ფორსაჟი 4
Fast & Furious
დომინიკ ტორეტო და მისი მეგობრები არალეგალური საქმიანობით არიან დაკავებულნი, გადავიდნენ რა დომინიკის რესპუბლიკაში. ბანკზე მორიგი გაბედული თავდასხმის შემდეგ, ისინი ადგილობრივი მაფიისა და პოლიციის სამიზნეებად იქცევიან, რომლებიც მათ საერთაშორისო ძებნაში აცხადებენ. ბანდის ლიდერი თავის საყვარელ ქალს, ლეტი ორტისს, ტოვებს, იმ იმედით, რომ მას სამართალდამცავების შურისძიებას აარიდებს და იძულებით ტოვებს ქვეყანას. თუმცა, მალე იგი მწარედ ინანებს ამ გადაწყვეტილებას, როდესაც გაიგებს, რომ ლეტი ტრაგიკულ ვითარებაში დაიღუპა. დომინიკი სიბრაზესა და სასოწარკვეთილებაში ვარდება და პირობას დებს, რომ აუცილებლად იპოვის დამნაშავეებს და პასუხს აგებინებს. თუმცა, მარტო მისი მიზნის მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდება. დომინიკი დახმარებისთვის თავის ერთგულ მეგობრებს მიმართავს, მაგრამ ვითარება რთულდება იმით, რომ მასზე ნადირობენ და მისი ციხეში ჩასმა სურთ ყველა წინა დანაშაულისთვის. ამავე დროს, მისი ძველი მეგობარი, ბრაიან ო\'კონერი, FBI-ის აგენტად აღდგენილია და დაკავებულია საშიში მექსიკელი ნარკომოვაჭრის კვალის ძებნით. მალე ირკვევა, რომ ისინი ერთსა და იმავე კრიმინალს, არტურ ბრაგას, ეძებენ. ახლა ორივეს მოუწევს რბოლაში მონაწილეობა, რათა საერთო მტერთან მიახლოვდნენ.
ცეკვის საძმო
cekvis sadzmo / Stomp the Yard
დიჯე, ნიჭიერი ქუჩის მოცეკვავე, ჩათრეულია ძალადობრივ დაპირისპირებაში, რაც მისი ძმის ტრაგიკულ დაღუპვამდე მიდის. ამ ტრაგედიის შემდეგ, დიჯე გადადის ახალ გარემოში – კოლეჯში, სადაც ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს. აქ ის აღმოაჩენს „სტეპის“ ცეკვის გუნდებს, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან. დიჯეს ცეკვის უნარები ყურადღებას იპყრობს, მაგრამ ის უნდა გაარკვიოს, შეძლებს თუ არა გუნდის წევრობა და ახალი მეგობრებისთვის ბრძოლის ახალ გზაზე დადგომა. „ცეკვის საძმო“ არის მოტივაციური და დინამიკური ფილმი, რომელიც აერთიანებს ვნებას, მეგობრობასა და ბრძოლას, სადაც ცეკვა გმირების მთავარი იარაღი ხდება, როგორც თვითგამოხატვის, ისე გადარჩენის მიზნით.
ამ შობას
This Christmas
ვიტფილდის ოჯახი ერთად გროვდება შობის აარდადეგებების გასატარებლად, რაც დიდი ხანია არ მომხდარა, საყვარელ დედიკოსთან და მის ბოი–ფრენდთან ჯოსთან ერთად. და ყოველივე მათგანს ჩამოაქვს უამრავი ბარგი. როდესაც ყველაფერი მზადაა დღესასწაულის აღსანიშნავად მოულოდნელი ოჯახური შეხვედრის საიდუმლო გაიხსნება
გაქცევის მეფეები
gaqcevis mefeebi / Breakout Kings
სერიალი ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მოსამართლეებისგან და ყოფილი გაქცეულებისგან შედგება. ისინი ერთდა მუშაობენ, რათა ციხიდან გაქცეული დამნაშავეები დაიჭირონ