ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ნელი ცხენები | Slow Horses
ეს ჭკვიანური ჯაშუშური დრამა მიყვება MI5-ის აგენტების დისფუნქციურ გუნდს - და მათ საზიზღარ ბოსს, ყბადაღებულ ჯექსონ ლამბს, როცა ისინი ნავიგაციას უწევენ ჯაშუშური სამყაროს კვამლსა და სარკეებს, რათა დაიცვან ინგლისი ბოროტი ძალებისგან.
სამხედრო მოსამსახურეთა ცოლები | MILITARY WIVES
ფილმი მოგვითხრობს ქალთა ჯგუფის შესახებ, რომლებმაც ერთ სამხედრო ბაზაზე მომღელათა გუნდი ჩამოაყალიბეს. წარმოუდგენელად ღრმა მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, მუსიკა და სიცილი მათ ცხოვრებას სრულიად გარდაქმნის - ისინი ერთმაეთს ეხმარებიან დაძლიონ როგორც საკუთარი შიშები, ისე საყვარელი ადამიანების გამო შიში, რომლებიც ბრძილის ველზე არიან
მხოლოდ ღმერთი გაპატიებს
Only God Forgives
ჯულიანის ძმა მოკლეს, მათი დედა კი აიძულებს ჯულიანს მოძებნოს და შური იძიოს მკვლელზე..
მისი სახელია სარა
misi saxelia sara / Sarah\'s Key
ისტორია ამერიკელი ჟურნალისტის ჯულია ჯერმონდოს შესახებ, რომელიც ბოლო 20 წელი პარიზში ცხოვრობდა და იკვლევდა 1942 წელს საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიას
ბიჭი არსაიდან
Nowhere Boy
მხატვრულ-ბიოგრაფიული ფილმი ჯონ ლენონის შესახებ. ის მოგვითხრობს ჯონის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე - დაბადებიდან 50-იან წლებამდე, როდესაც ჩამოყალიბდა პირველი მუსიკალური კოლექტივი მისი მონაწილეობით - ჯგუფი ”The Quarrymen”. ფილმს განსაკუთრებულ ლეიტმოტივად გასდევს ჯონის ურთიერთობა დედასთან...
შოპაჰოლიკი
Confessions of a Shopaholic
ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ჭკუას კარგავს შოპინგებსა და ძვირფას ტანსაცმელზე, ცხოვრობს მუდმივ ომში მისი საბანკო ანგარიშის ლიმიტს და დიდი ქალაქის ცდუნებას შორის. ამავე დროს ის პროფესიით საფინანსო გამომცემლობის ჟურნალისტია, რომელიც სხვებს აძლევს რჩევებს,თუ როგორ უნდა განკარგო საკუთარი კაპიტალი
კიდევ ერთი გოგო ბოლეინის გვარიდან
The Other Boleyn Girl
ფილმი **კიდევ ერთი გოგო ბოლეინის გვარიდან** მოგვითხრობს ენ და მერი ბოლეინების ისტორიას, ორ დას, რომლებიც ჰენრი VIII-ის ყურადღების მოპოვებას ცდილობენ. მერი თავიდანვე ხდება მეფის ფავორიტი, თუმცა მისი დის, ენ ბოლეინის, ამბიციური და მრისხანე ხასიათი საბოლოოდ მეფის ყურადღებას მოიპოვებს და ტახტისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. დების შორის კონკურენცია არა მხოლოდ სიყვარულისთვის, არამედ ძალაუფლებისთვისაც მძაფრდება, რაც ორივე ქალის ცხოვრებას სირთულეებითა და ტრაგედიით ავსებს.
ოქროს კომპასი
The Golden Compass
გამაოგნებელი საიდუმლოს შეტყობის შემდეგ, ნაადრევად დაობლებული ლირა ბელაკუა, კოლეჯის ოთახებში ხეტიალს და უდარდელ არსებობას, შორეულ ჩრდილოეთში წასვლას და თავგადასავლებში გაბმას ამჯობინებს. იგი დარწმუნებულია, რომ სწორედ ესაა მისი ბედისწერა.
ინგლისელი პაციენტი
ingliseli pacienti / The English Patient
მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი სასიყვარულო ისტორიები. რეჟისორ ენტონი მინგელას ფილმი ლადისლაუს ალმასის ბიოგრაფიის მიხედვით...
შეუსრულებელი მისია
Mission: Impossible
სადაზვერვო სამსახურის გუნდის ლიდერის ითენ ჰანტის ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა და მას ეჭვი გაუჩნდა, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში ჯაშუშია შემოპარული, ამ დროს კი იგი იგებს რომ პირველი ეჭვმიტანილი თვითონ არის. მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ახლა მან უნდა გამოიძიოს ნამდვილი ჯაშუშის ვინაობა და თავისი პატიოსანი სახელი აღადგინოს .
ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა
Four Weddings and a Funeral
ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა ბრიტანული კომედიაა ინგლისელი მამაკაცის, სახელად ჩარლისა და ამერიკელი ქალის, კერის შესახებ, რომლებიც რამოდენიმეჯერ ხვდებიან ერთმანეთს სხვადასახვა ქორწილზე, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტენ, რომ ნამდვილად ერთმანეთისთვის არიან შექმნილები.