ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
მისტერ ბენედიქტის საიდუმლო საზოგადოება | The Mysterious Benedict Society
გაზეთში გამოქვეყნებულ უჩვეულო რეკლამას ათობით ბავშვი ეხმაურება. უტარდებათ ტესტირება და გამოდის, რომ ურთულესი გამოცდა ოთხმა ჩააბარა: რეინი, კეიტი, გვოზიკი და კონსტანცია. თურმე ისინი იდუმალმა და ექსცენტრიულმა ბატონმა ბენედიქტმა შეარჩია, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას.
სელაპების გუნდი | SEAL TEAM
მას შემდეგ, რაც ზვიგენი მის საუკეთესო მეგობარს მოკლავს, სელაპი ქვინი ზვიგენების ბანდასთან დასაპირისპირებლად გუნდის შეკრებას გადაწყვეტს. თუმცა ჭრელი ჯგუფი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდება ასეთი სერიოზული მისიისთვის. შედეგად, გმირები იძულებულნი არიან დახმარებისთვის მიმართონ დახელოვნებულ მებრძოლს, მაგრამ მისი უნარებიც კი არ აღმოჩნდება საკმარისი თავდაცვისთვის სრულად მოსამზადებლად. ახლა გამომგონებლობის, მოხერხებულობისა და დიდი გულის წყალობით, სელაპების გუნდამა, შეიძლება, მოახერხონ მშვიდობისა და სიმშვიდის დაბრუნება თავიანთ წყალქვეშა სამყაროში.
ჩემი აგენტი
My Spy
**„ჩემი აგენტი“ (My Spy, 2020)** არის კომედიური ექშენ-ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ჯეი ჯეი-ზე, მკაცრ და დაუნდობელ CIA-ს აგენტზე, რომელსაც ახალი დავალება ერგება – თვალი ადევნოს პატარა გოგონას, სოფის ოჯახს, რადგან მისი ოჯახი ჩართულია საიდუმლო ოპერაციაში. თუმცა, სოფი მალევე აღმოაჩენს ჯეი ჯეის თვალთვალის მცდელობას და მას შანტაჟს უწევს: თუ ჯეი ჯეი ასწავლის მას ჯაშუშობის ხრიკებს, იგი არ გასცემს მის საიდუმლოს. შედეგად, იუმორით სავსე სიტუაციები ვითარდება, სადაც აგენტი და პატარა გოგონა ერთმანეთთან ემოციურად ახლოვდებიან. „ჩემი აგენტი“ არის კომედია, რომელიც აერთიანებს ხუმრობებსა და მძაფრსიუჟეტიან მომენტებს, რაც ფილმს ოჯახური გართობისთვის იდეალურს ხდის.
კაპიტანი ტრიკო
Captain Underpants: The First Epic Movie
ამბავი ორი ზედმეტი წარმოსახვის მქონე პრანკსტერის ჯორჯის, ჰაროლდის და ერთ წარმოუდგენელ ბზინვარე გმირზე
გასეირნება ტყეში
A Walk in the Woods
ბილ ბრისონი დიდხანს ცხოვრობდა ბრიტანეთში. სამშობლოში, აშშ-ში დაბრუნების შემდეგ ის გადაწყვეტს აპაჩების ბილიკებით იმოგზაუროს ძველ მეგობართან ერთად
ცხენი ბოჯეკი
BoJack Horseman
ბოჯეკი - ის ცხენის გარდა, 90-იანების შოუს ყოფილი ვარსკვლავია. ჩვენს დროში ცდილობს ისევ წამოდგეს ფეხზე და იპოვნოს თავის თავი, მაგრამ არ გამოსდის. ბოჯეკი სვამს ბევრ ვისკის, ატარებს ფერად სვიტერებს და უაზროდ ხუმრობს. ირგვლივმყოფები მას ვერ უგებენ, მაგრამ უნდათ დაეხმარონ. მათ შორისაა - გაუპარსავი მეგობარი ტოდი და ყოფილი შეყვარებული პრინცესა კაროლინა
მობრძანდით ჯუნგლებში
Welcome to the Jungle
დიზაინერული კომპანიის თანამშრომლები შვებულებაში გაემგზავრებიან ტროპიკულ კუნძულზე. დასვენება დამთავრდა და დაიწყო ქაოსი მას შემდეგ, როდესაც მათ წინაშე წარმოიშვა პირველი სერიოზული სირთულე...
საზიზღარი მე 2
Despicable Me 2
ყველასთვის საყვარელი ანიმაციის მეორე ნაწილი - გრუ და გოგონები, ექიმი ნეფარიო და ძალიან ბევრი საყვარელი მინიონი, აგრეთვე ახალი პერსონაჟები და თავგადასავალი გელოდებათ წინ.
გრავითი ფოლსი | Gravity Falls
ტყუპი და-ძმა ზაფხულის არდადეგებს ბიძასთან ატარებენ ორეგონის მისტიკურ ქალაქ გრავითი ფოლსში. მათ წინ საოცარი თავგადასავალი ელით
სიყვარული მანძილზე
Going the Distance
ბარში ლუდის სმისას და არაფრის შესახებ საუბრისას... მეორე დღეს საუზმისას ერინის უსაზღვრო მახვილგონივრობა და გულწრფელი უშუალობა გულგატეხლ გარეტს ხიბლავს. ვნება კვლავ იფეთქებს მასში და გრძნობა ორივე ახალგაზრდას წალეკავს მთელი ზაფხულის განმავლობაში, მაგრამ არავინ ელოდა რომანის გაგრძელებას, რადგან ერინი სახლში მიემგზავრება სან-ფრანცისკოში, ხლო გარეტი ნიუ-იორკში რჩება სამუშაოდ. თუმცა შეუჩერებელი მხიარულების ექვსი კვირა, იმხელა მნიშვნელობას იღებს, რომ ორივე უკვე დარწმუნებული არაა, სურთ თუ არა რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს.
ქეითი და ლეოპოლდი
qeiti da leopoldi / Kate & Leopold
როცა მისი ყოფილი შეყვარებული დროში გადაადგილების პორტალს აღმოაჩენს და მე-19 საუკუნიდან არისტოკრატ ლეოპოლდს გადმოიყვანს, სკეპტიკოსი ქეითი გადაწყვიტავს,სტუმარს 21-ე საუკუნის სამყარო გააცნოს. RNრაც უფრო მეტ დროს ატარებს ქეითი ლეოპოლდთან, მით უფრო მეტად გრძნობს, რომ შეუყვარდა იგი. მაგრამ თუ ლეოპოლდი თავის ეპოქაში არ დაბრუნდება,შესაძლოა ისტორიის მსვლელობა შეიცვალოს.