ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ოპერაცია ხორცის ფარში ქართულად | operacia xorcis farshi qartulad
ნამდვილ ისტორიულ მოვლენებზე დაფუძნებული სამხედრო დრამა, რომელშიც მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება, როდესაც მოკავშირეები ოკუპირებულ ევროპაში ადოლფ ჰიტლერის ძალაუფლების შესუსტებას გადაწყვეტენ და სიცილიაზე სრულმასშტაბიან შეტევას დაგეგმავენ; მაგრამ ისინი შეუძლებელ ამოცანას გადააწყდებიან, თუ როგორ დაიცვან მასიური სამხედრო ძალების შეჭრა პოტენციური ხოცვა-ჟლეტისგან. შდეგად, ბრიტანეთის დაზვერვის ორი ოფიცერი ევან მონტაგუ და ჩარლზ ჩოლმონდელი გერმანიის უმაღლესი სარდლობის დეზინფორმაციისთვის ყველაზე შთამაგონებელ და წარმოუდგენელ სპეცოპერაციას შეიმუშავებენ, რომელიც 1943 წელს ყალბი დოკუმენტების და ერთი გვამის გამოყენებით განხორციელდა.
საიდუმლო ბაღი
The Secret Garden
The main character Mary Lennox \"Dixie Egerickx\" is a spoiled 10-year-old girl of rich parents who grew up in India. After everyone in her family dies from cholera, Mary is sent to live in Misselthwaite manor in Yorkshire with her uncle Archibald Craven \"Colin Firth\" and the housekeeper Mrs. Medlock \"Julie Walters\".
სუპერნოვა ქართულად
supernova qartulad / Supernova
სემი და ტუსკერი, 20 წლის პარტნიორები, მოგზაურობენ ინგლისში თავიანთი ძველი RV-ით, სტუმრობენ მეგობრებს, ოჯახს და წარსულის ადგილებს. მას შემდეგ, რაც ტუსკერს ორი წლის წინ ადრეული დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, მათი დროის ერთად გატარება ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა, მოგზაურობის პროგრესირებასთან ერთად, საიდუმლოებები ირკვევა და მათი სიყვარული ერთმანეთისადმი გამოცდას განიცდის. საბოლოო ჯამში, ისინი უნდა დაუპირისპირდნენ კითხვას, რას ნიშნავს ერთმანეთის სიყვარული ტუსკერის ავადმყოფობის პირობებში
საუკუნის რბოლა
The Mercy
1968 წელს ბრიტანელი მოყვარული აფროსანი გადაწყვეტს აიხდინოს ოცნება და მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის რბოლაში. როდესაც ის ზღვაში გავა მიხვდება, რომ ამ რბოლაში იგი ვერ გაიმარჯვებს და გიჟურ ავანტიურას წამოიწყებს..
ბედნიერი პრინცი
bednieri princi / The Happy Prince
ფილმი ოსკარ ვაილდის უკანასკნელი დღეების შესახებ. ერთ დროს ინგლისის ყველაზე პოპულარული მწერალი, სასიკვდილო სარეცელზე მოგონებებში იძირება და წარსულს იხსენებს
კურსკი
The Command (Kursk)
2000 წელს მოხდარი დრამატული ამბავი, როდესაც წყალქვეშა სარაკეტო კრეისერი K-141 -კურსკი- ჩაიძირა. ამ კატასტროფაში 118 ადამიანი დაიღუპა. ისინი საბრძოლო მომზადების დავალებას ასრულებდნენ, რომელიც მიზნად ისახავდა მტრის ხომალდებზე ტორპედოს რაკეტების ტესტირებას. მთელი საშინელება იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ბირთვული წყალქვეშა ნავი გაურკვეველი მიზეზით ფსკერზე დაეშვება, ეკიპაჟი მაშინვე არ დაღუპულა. ბევრი ავარიას გადაურჩება და ბარენცის ზღვის ფსკერზე ხაფანგში აღმოჩნდება. მაშველების უიმედო მოლოდინში, მათი გადარჩენის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების უმრავლესობა დღემდე გრიფით საიდუმლოა. მოვლენები -კურსკის- ეკიპაჟის ირგვლი ვითარდება, რომლებიც სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდებიან. ასევე მათი ახლობლები, რომლებიც სასოწარკვეთილები ბრძოლობდნენ მათ გადასარჩენად
სანამ დავიძინებ
Before I Go to Sleep
უკვე მეოცე წელია, იმ დღიდან, რაც მწერალი კრისტინა ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მეხსიერება დაკარგა. ყოველ დილით მას ავიწყდება რა მოხდა წინა დღეს. ექიმის რჩევით, ის ხმის ჩამწერი მოწყობილობის მეშვეობით იწერს ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება. ერთ დღესაც კრისტინა აღმოაჩენს, რომ მის თავს ისეთი რაღაცები ხდება, რაც ჯობია სამუდამოდ დაივიწყოს.
კინგსმენი: საიდუმლო სამსახური
Kingsman: The Secret Service
ვეტერან საიდუმლო აგენტს მოსწავლედ აჰყავს ახალგაზრდა ბიჭი. ის ცდილობს თავისი გამოცდილება გაუზიაროს მას და საიდუმლო ორგანიზაციის აგენტად აქციოს..
მთვარის შუქის მაგია
mtvaris shuqis magia / Magic in the Moonlight
ინგლისელი ილუზიონისტი ცდილობს გამოამჟღავნოს თვითმარქვია მედიუმი. თუმცა მედიუმი ძალზე სიმპატიური და მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდება. პრობლემები მაშინ ჩნდება, როცა საქმე გრძნობებზე მიდგება და სტენლი ვეღარ იგებს, პროფესიას უნდა უერთგულოს თუ სიყვარულს
არტურ ნიუმანი
Arthur Newman
არტურ ნიუმანს ისე მობეზრდა თავისი მოსაწყენი ცხოვრება, რომ მან მოიგონა საკუთარი სიკვდილი, აიღო სხვა სახელი და დაიწყო ყველაფერი თავიდან. მალე ის გაიცნობს ქალს, რომელიც ასევე ცდილობს დაივიწყოს თავისი წარსული
მთავარი ქუჩა
mtavari qucha / Main Street
მშვიდი ინდუსტრიული ქალაქი, სადაც თამბაქოს წარმოების ცენტრია, დიდი ხანია გაწონასწორებული ცხოვრებით ცხოვრობს. აქ თითქოს ეკოლოგია და მოსახლეობის ჯანმრთელობა არავის აღელვებს. გას ლეროის სიტუაციით სარგებლობა სურს და ქალაქში საშიში ნარჩენების შესანახი საწყობის გაკეთებას გეგმავს. მოსახლეობის დაცვა მხოლოდ პოლიციის უფროსს ჰარის პარკერს შეუძლია, მაგრამ მას ჯერ გამოცდილება არ აქვს და მათი ნდობაც არ მოუპოვებია.
მამა მია!
Mamma Mia!
ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.
შემთხვევითი ქმარი
The Accidental Husband
ექიმ ემა ლოიდს, რომელსაც რადიოეთერში ქალთა კონსულტაციის გადაცემა მიყავს, გამაოგნებელი ამბავი დაემართა. ის სერიოზულ მამაკაცზე გათხოვებას აპირებს, მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ უკვე ყავს კანონიერი ქმარი - მეხანძრე პატრიკი
უკანასკნელი ლეგიონი
The Last Legion
მაშინ როდესაც რომის იმპერია დაცემის პირზეა, ახალგაზრდა რომულუს აუგუსტუსი ქალაქიდან იპარება და ბრიტანეთში მიემართება, რომ მისი მხარდამჭერების ლეგიონი შეკრიბოს.
იმედის ნაპერწკლები
Hope Springs
მეგობარი ქალის მიერ მიტოვებული იმედგაცრუებული ფილმის გმირი სამოგზაუროდ მიდის. იპოვის ახალ სიყვარულს, თუ დაიბრუნებს ძველს, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.
ბრიჯიტ ჯონსის დღიური
Bridget Jones\'s Diary
\"ბრიჯიტ ჯონსის დღიური\" - რომატიკული სასიყვარულო ისტორიაა, რომელიც ჰელენ ფილდინგის ბესტსელერის მიხედვითაა შექმნილი. ქაოტური ბრიჯიტი ადვოკატს - მარკ დარსის შეხვდება და სულ მალე ის ბრიჯიტის არასრულყოფილ სამყაროში შეაბიჯებს..
შეთქმულება
shetqmuleba / Conspiracy
მაღალი რანგის ნაცისტი ოფიცრები მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საიდუმლო შეხვედრაზე იკრიბებიან, რათა განიხილონ ებრაული საკითხის „საბოლოო გადაწყვეტა“. შეხვედრა წარმოუდგენელი სიცივითა და ბიუროკრატიულობით მიმდინარეობს, რადგან ისინი გადაწყვეტენ მასობრივი განადგურების გეგმის დეტალებს. ფოკუსირებულია ვანზეს კონფერენციაზე, სადაც საბოლოოდ იღებენ ებრაელების განადგურების გადაწყვეტილებას.
ათასი აკრი
A Thousand Acres
ფილმი „A Thousand Acres“ მოგვითხრობს ლარის, ფერმერის, რომელიც გადაწყვეტს, თავისი დიდი ფერმა სამ ქალიშვილს გაუნაწილოს. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ოჯახში დიდ დაძაბულობას იწვევს და წარსულში დამალული საიდუმლოებები ზედაპირზე ამოტივტივდება. ორი ქალიშვილი ფერმას იღებს, მესამე კი ეწინააღმდეგება, რაც ოჯახს საბოლოოდ შლის. ეს დრამატული ამბავი სავსეა ურთიერთობების სირთულეებით, ტკივილითა და მოტივებით, რომლებიც გამოკვლევას საჭიროებს.