ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ბოსტონელი მგუდავი | BOSTON STRANGLER
კრიმინალური თრილერი, ნოვატორი-რეპორტიორების შესახებ, რომლებმაც გაამხილეს 1960-იანი წლების ავადსახსენებილი “ბოსტონელი მგუდავის” მკვლელობების ამბავი. ფილმი მოგვითხრობს Record-American-ის ახალგაზრდა რეპორტიორის, ლორეტა მაკლაფლინის შესახებ, ვინც ხდება პირველი ჟურნალისტი, რომელიც მკვლელობებს ბოსტონელ მგუდავთან აკავშირებს. იმ დროს, როდესაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება იდუმალი მკვლელის მსხვერპლი, ლორეტა მთელი ძალებით ცდილობს გააგრძელოს გამოძიება თავის კოლეგასთან და ნდობით აღჭურვილ ჯინი კოულისთან ერთად, მაგრამ გმირები აღმოჩნდებიან ჩიხში იმ ეპოქაში გავრცელებული სექსიზმის გამო. თუმცა, მაკლაფლინი და კოული თამამად აგრძელებენ გამოძიებას, რითაც საკუთარ თავს დიდ საფრთხეში აგდებენ და რისკავენ სიცოცხლეს სიმართლის გასარკვევად.
მტრის სახლში
The Aftermath
გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ქვეყანაში უწესრიგობაა, ნგრევა, შიმშილი. ბრიტანელი სამხედრო ლუის მორგანი ჰამბურგის დროებით მერად დაინიშნა. მას ქალაქის ნულიდან აღდგენა დაევალება. ცოლთან ერთად ლუისი მდიდრულ სახლში განთავსდება, სადაც გერმანელი არქიტექტორი ცხოვრობს ემოციურად არასტაბილურ ქალიშვილთან ერთად. შეძლებენ ყოფილი მტრები ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას თუ შურისძიების წყურვილი უფრო ძლიერი აღმოჩნდება?
ოფიციალური საიდუმლოებები
Official Secrets
ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს
მოჩვენებითი სილამაზე
Collateral Beauty
ფილმის მთავარი გმირი სარეკლამო სააგენტოში მუშაობს ნიუ-იორკში. მის ცხოვრებაში მომხდარი უდიდესი ტრაგედია, მას დეპრესიაში აგდებს. კოლეგები ცდილობენ დაუბრუნონ მას ცხოვრების ხალისი და გეგმას ადგენენ ამისთვის, ამგრამ ეს გეგმა მოულოდნელ შედეგებს მოიტანს..
კოლეტი
Colette
ფილმი \"Colette\" მოგვითხრობს ფრანგ მწერალ გაბრიელ კოლეტზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი მწერალი გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. სიუჟეტი იწყება იმ დროიდან, როცა კოლეტი ახალგაზრდა გოგონაა და ქორწინდება პარიზელ მწერალზე, ანრი-გოტიე ვილარზე (ცნობილია როგორც ვილი), რომელიც თავის წიგნებს სხვათა ნაშრომებით აქვეყნებს. ვილი აიძულებს კოლეტს, დაწეროს წიგნი, რომელიც საბოლოოდ მისი სახელით გამოდის და ხდება უზარმაზარი წარმატება. ფილმი ასახავს კოლეტის ბრძოლას იმისთვის, რომ აღიარონ მისი ნიჭი და შრომა. ის ეწინააღმდეგება საზოგადოების და მეუღლის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, რაც ქალების შემოქმედების, თავისუფლების და თვითგამოხატვის წინააღმდეგ არის მიმართული. ნელ-ნელა კოლეტი იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, როგორც მწერალი და როგორც ქალი. ამ პროცესში ის განიცდის პირად და პროფესიულ ზრდას, იკვლევს საკუთარ იდენტობას და სექსუალურობას, რაც მის შემოქმედებაზეც ახდენს გავლენას. \"Colette\" შთამბეჭდავად ასახავს ქალის როლს პატრიარქალურ საზოგადოებაში, მის ბრძოლას საკუთარი ხმისთვის და კარიერისთვის. ფილმი გაჯერებულია დრამატული და ემოციური მომენტებით, რომელიც კოლეტის ცხოვრების რეალურ მოვლენებს ემყარება და აჩვენებს, როგორ გახდა ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი მწერალი ისტორიაში.
ევერესტი
Everest
ფილმი მოგვითხრობს ევერესტზე მომხდარ რეალური მოვლენების შესახებ, მთასვლელების ჯგუფსის სახიფათო თავგადასავალს.
იმიტაციის თამაში
The Imitation Game
ალან ტიურინგის, ლეგენდარული მათემატიკოსის, კრიპტოლოგის ისტორია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნა მანქანა \"ენიგმას\", გერმანული კოდის გასატეხად.
ახალი დასაწყისი
Begin Again
გრეტა, ნიჭიერი მუსიკოსი, რომელიც ნიუ-იორკში თავის შეყვარებულთან ერთად ახალ ცხოვრებას იწყებს, მოულოდნელად მარტო რჩება, როდესაც მისი პარტნიორი წარმატების გზაზე მისგან შორდება. გრეტა განადგურებულია, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა მას შემთხვევით ხვდება დან მულიგანი, მუსიკალური პროდიუსერი, რომელიც თავის კარიერაში კრიზისს განიცდის. ისინი ერთიანდებიან, რათა შექმნან ახალი ალბომი ქუჩაში, ნიუ-იორკის სხვადასხვა უბანში, და ორივესთვის ეს პროექტი ახალი დასაწყისის სიმბოლო ხდება. „ახალი დასაწყისი“ არის თბილი და შთამაგონებელი ფილმი მუსიკის, მეგობრობის და ცხოვრების მეორე შანსების შესახებ.
ვეძებ მეგობარს ქვეყნის აღსასრულისათვის
Seeking a Friend for the End of the World
ფილმის მოქმედება ვითარდება იმ მომენტში, როდესაც მთელი კაცობრიობა აცნობიერებს, რომ მოახლოებულია ქვეყნიერების დასასრული: დედამიწას უახლოვდება გიგანტური ასტეროიდი და ძალიან მალე ყველაფერი დამთავრდება..
ნივერლენდი
Neverland
პიტერი ობოლი ბიჭია, რომელიც მეგობრებთან ერთად ფულს წვრილ-წვრილი ქურდობით შოულობს. ჯიმი ჰუკი ასეთ ბავშვებს აგროვებს და დავალებას აძლევს: მოიპარონ ჯადოსნური განძი, რომლის მეშვეობითაც სხვა სამყაროში, ნევერლენდში მოხვედრაა შესაძლებელი. ამ სამეფოში სხვადასხვა დროის ხალხი ხვდება. იქ XVIII საუკუნის მეკობრეები და ინდიელები ცხოვრობენ. მეკობრეების მეთაური ელიზაბეტ ბონნია, ხოლო ინდიელები მისგან სულების ხის დაცვას ცდილობენ. მათ შორის უკვე დიდი ხანია ბრძოლა მიმდინარეობს. ამ სამეფოში მთავარი გმირებიც ხვდებიან ჰუკი, პიტერი და მისი მეგობრები.
მონანიება | Atonement
პატარა ბრაიონი 13 წლის ასაკში შეუქცევადად ცვლის რამოდენიმე ადამიანის ცხოვრებას, როდესაც იგი უფროსი დის შეყვარებულს ცილს დასწამებს. ფილმს საფუძვლად უდევს იან მაკუენის რომანი.
პიჯაკი
The Jacket
სამხედრო ვეტერანი მომავალში მიდის, სადაც საკუთარ სიკვდილს განსჭვრეტს, მაგრამ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებსაც შეუძლიათ მისი და მისი საყვარელი ადამიანების გადარჩენა...
სიამაყე და ცრურწმენა
Pride & Prejudice
მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ხდება. ხუთი დის გაწონასწორებული ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მეზობლად ორი ახალგაზრდა ჯენტლმენი - მისტერ ბინგლი და მისტერ დარსი ჩამოდიან. ფილმი წარმოადგენს ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას..
მეფე არტური
King Arthur
ისტორიკოსები საუკუნეების მანძილზე ფიქრობდნენ, რომ მეფე არტური მხოლოდ ლეგენდა იყო რეალური გმირის ისტორიაზე დაფუძნებული. ის მის პირად ამბიციებსა და საზოგადოების წინაშე ვალდებულებებს შორის იხლიჩებოდა. არტური მხოლოდ ერთს ნატრობდა, დაეტოვებინა ბრიტანეთი და რომის სიმშვიდესა და სტაბილურობას დაბრუნებოდა...
ითამაშე ბეკჰემივით
Bend It Like Beckham
ჯესი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მან ზუსტად იცის, რა გააბედნიერებს მას: კარიერა ფეხბურთში, ისეთივე, როგორიც ცნობილ მოთამაშეს ბეკჰემს აქვს. სანამ ის ადგილობრივ ბიჭებთან ფეხბურთს თამაშობს ლონდონის პარკში, და უმტკიცებს მათ, რომ გოგოები ბიჭებზე უარესად არ თამაშობენ ფეხბურთს, მისი მშობლები, როგორც მიღებულია ტრადიციულ ინდურ ოჯახში, მისთვის ღირსეულ ქმარს ეძებენ და გეგმებს აწყობენ. ერთხელაც ჯესი ჯულზს გაიცნობს და ის დაპატიჟებს მას ქალთა საფეხბურთო სექციის ვარჯიშზე. მისი ოცნება ნელ-ნელა რეალობა ხდება.