ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
კაცების გულის მონუსხვა | Charming the Hearts of Men
რომანტიკული დრამა 60 იანი წლების პოლიტიკური ცვლილებების პერიოდში. სადაც ქალების დისკრიმინაცია ჯერ კიდევ ჩვეულებრივი რამ არის.
მამის მსგავსი
mamis msgavsi / Like Father
მაქს, პროფესიონალი მკვლელი, ტაილანდში ჩადის, რათა შური იძიოს ახალგაზრდა გოგონების ტრაფიკინგის უკან მდგომი ბანდების წინააღმდეგ. ის იღებს დავალებას გავლენიანი ბიზნესმენისგან, რომლის ქალიშვილი მსხვერპლად იქცა. თუმცა, მაქსს გზად მრავალი გამოწვევა ხვდება, რაც მას აიძულებს, თავისი მისია გადახედოს. ფილმი აერთიანებს მძაფრსიუჟეტიან სცენებს და მორალურ დილემებს, სადაც მთავარი გმირი წარსულსა და ღირსებაზე დაფუძნებულ რთულ გადაწყვეტილებებს იღებს.
წეროები
Storks
ანიმაცია მოგვითხრობს წეროს და გოგონას თავგადასავალს, შემთხვევით გაჩენილი ბავშვის მშობლებთან მიყვანის პროცესის შესახებ.
იესოს მკვლელობა
iesos mkvleloba / Killing Jesus
იესოს ამბავი - ის იყო ჩვეულებრივი დურგალი ნაზარეთიდან და გახდა დედამიწაზე ერთერთი ყველაზე დიდი რელიგიის საწყისი. დღეისთვის მსოფლიოში ითვლიან ორ მილიარდზე მეტ ქრისტიანს, ისინი მიყვებიან მის მოძღვრებას და სჯერათ, რომ ის იყო ღმერთი. ეს ფილმი გადაიყვანს მაყურებლებს იესოს სამყაროში, დაწვრილებით მოუთხრობს მის ცხოვრებაზე და მღელვარე ისტორიულ მოვლენებზე, რამაც მისი გარდაუვალი სიკვდილი გამოიწვია და სამუდამოდ შეცვალა მსოფლიო. თუმცა, ძირითადი აქცენტი ფილმში იმაზეა, თუ როგორ დაარსა ქრისტემ ეკლესია
ოზი: ზურმუხტის ქალაქში დაბრუნება
Legends of Oz: Dorothy\'s Return
ფილმი მოგვითხრობს დოროთის შესახებ, რომელიც მას შემდეგ, რაც კანზასში ბრუნდება, აღმოაჩენს, რომ ოზში ყველაფერი თავდაყირა დამდგარა. მისი მეგობრები საფრთხეში არიან და დოროთი იძულებულია ისევ ჯადოსნურ ქვეყანაში დაბრუნდეს, რათა შეწყვიტოს ბოროტმოქმედის, ჯესტერის (მარტინ შორთის ხმით) თავდასხმები. ამ გზაზე ის ახალ გმირებს ხვდება, რომლებიც მას ბრძოლაში ეხმარებიან: ბეწვეულს, მარშმალოს ადამიანს და სხვებს.
არ ვიცი, ამას როგორ ახერხებს
ar vici, amas rogor axerxebs / I Don\'t Know How She Does It
ქეით რედი არის ნიუ-იორკის ფინანსისტი, რომელიც ცდილობს, ერთდროულად შეასრულოს სამსახურისა და ოჯახური მოვალეობები. მისი დღეები სავსეა სტრესით, ქაოსითა და მუდმივი დროის სიმცირით, რადგან ქეითს უწევს კარიერისა და ორი შვილის მოვლაზე ზრუნვის დაბალანსება. თუმცა, ამ ყველაფერს ემატება სამსახურში ახალი პროექტი, რომელიც ქეითისგან კიდევ უფრო მეტ ენერგიას და ყურადღებას მოითხოვს. შედეგად, მისი ცხოვრება კიდევ უფრო რთულდება. ქეითის უნდა გაუმკლავდეს როგორც პროფესიულ გამოწვევებს, ისე პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, და ყველაფრის ფონზე მაინც ახერხებს, რომ სიყვარული და სითბო შეუნარჩუნოს თავის ოჯახს. „არ ვიცი, ამას როგორ ახერხებს“ არის კომედიური და ემოციური ფილმი, რომელიც თანამედროვე დედის ყოველდღიური გამოწვევებისა და მორალური დილემების შესახებ გვიამბობს.
სანტა მაიამიდან
Mr. St. Nick
მოხუცებული სანტა, მეუღლე კარლოტასთან ერთად მშვიდად ცხოვრობს ჩრდილოეთის თოვლიან ტყეებში... მაგრამ შობამდე ცოტა დრო რჩება და მოხუცებულმა სანტამ უნდა მოასწროს მაგიური ძალის გადაცემა მემკვიდრეზე. ეს მემკვიდრე კი არც კი ფიქრობს შინ დაბრუნებაზე. ის მაიამიში ყველაზე სასურველი მამაკაცია, რომელიც ოკეანის პირას მდიდრულ სახლში ცხოვრობს და დროს ღამის ჯკუბებში ატარებს. ნიკს სულაც არ სჭირდება ირმები, თეთრი წვერი, წითელი კოსტუმი და მამამისის საჩუქრების ტომარა. შობას მხოლოდ სასწაული გადაარჩენს.
წარმატების 15 წუთი
15 Minutes
ორი შეშლილი ამერიკაში ჩამოდის. ერთი ჩეხი, მეორე რუსი. ერთი ადამიანებს კლავს, მეორე ამაზე კინოებს იღებს. პირველივე წუთებზე \"კალინკა–მალინკის\" ფონზე ჭრიან და დაწვავენ რუსს სამტექნიკოსს. შეშლილები ცნობილებას ეძებენ, მათ კი ნიუ–იორკის საუკეთესო დეტექტივი ეძებს, ნიუ–იორკის რჩეუი რობერტ დენიროს შესრულებით და მისი თანაშემწე – მეხანძრე (ედვარდ ბერნსი)
მშვენიერი ბარტოკი
mshvenieri bartoki / Bartok the Magnificent
ბარტოკი ქუჩის წარმოდგენების მოყვარულია. მას შეუძლია დაუსრულებლად ილაპარაკოს თავისი გმირობის შესახებ, სინამდვილეში კი მშიშარაა და როდესაც გმირობის დამტკიცება უწევს, ყოველთვის ეშინია
მიკისთან შობაზე
mikistan shobaze / Mickey\'s Once Upon a Christmas
მიკი, მინი და მათი ყველასთვის ცნობილი მეგობრები გუფი, დონალდი და პლუტო ერთად შეგროვდებიან იმისათვის, რომ სამი საოცარი შობის ჯადოსნური ისტორია მოგვითხრონ
ტროლებზე მონადირეები
Trollhunters
მთავარი გმირი 15 წლის ბიჭი ჯიმ ლეიკ უმცროსია. ერთ დილას სკოლისაკენ მიმავალი ის ჯადოსნურ ამულეტს იპოვის, რომლის საშუალებითაც იგი აღმოაჩენს , რომ მისი პატარა ქალაქის მახლობლად ჯადოსნური არსებები ბინადრობენ. აღმოჩნდება , რომ მიწის ქვეს მთელი ცივილიზაცია არსებობს, რომელიც ტროლებმა შექმნეს. მათი ლიდერი ბოროტია