ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
კარგი ხალხი
Good People
ფილმი მაყურებლებს ოჯახური წყვილის ისტორიას უყვება, რომელიც ვალებში იძირება. ფინანსური პრობლემების მოგვარების გზა მოულოდნელად ჩნდება: როდესაც მათი ნაქირავები ბინის მფლობელი კვდება, მთავარი გმირები მის სახლში ფულით სავსე ჩანთას პოულობენ. 370 000 დოლარს მარტივად შეუძლია წყვილის ფულადი პრობლემების მოგვარება, მაგრამ უღირთ კი მეუღლეებს მისი აღება? არჩევანს, რომელსაც გმირები აკეთებენ, მათი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეუძლია, მაგრამ არა უკეთესობისკენ.
სამოთხის ნაწილი
A Little Bit of Heaven
ისტორია საკუთარ თავში ჩაკეტილი ქალის შესახებ, რომელიც შეიტყობს რომ კიბოთია დაავადებული. მას შემდეგ კი, როცა თავის შესაფერის მამაკაცს შეხვდება, იგი სიკვდილზე მეტად უფრო იმაზე დარდობს , რომ არ შეუყვარდეს ეს მამაკაცი..
ჩემი საუკეთესო მეგობრის შეყვარებული
My Best Friend\'s Girl
როდესაც დასტინს მეგობარი გოგონა ალექსისი მიატოვებს, იგი თავის საუკეთესო მეგობარს - ტენკს დაიქირავებს, რათა მან ალექსისს ისეთი ცუდი პაემანი მოუწყოს, რომ გოგონა დასტინთან დაბრუნდეს. ტენკს მართლა შეუყვარდება ალექსისი და გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდება..
Fool\'s Gold
ისტორია ორი განძეულის მაძიებელზე, რომლებიც თავიდან გაშორდნენ, რადგან იმედი გაუცრუვდათ თავის გატაცებაში და ერთმანეთში, შემდეგ კი ნამდვილი განძის კვალს დაადგნენ.