ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
მუქი ჩრდილები
Dark Shadows
1752 წელს ჯოშუა და ნაომი კოლინზები მათ პატარა ვაჟიშვილ ბარნაბასთან ერათად ლივერპულიდან ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. მაგრამ ოკეანის დაშორებაც არ აღმოჩნდა საკმარისი, გაუგებარი წყევლისაგან თავის დასაღწევად. ორი ათწლეულის შემდეგ ბარნაბასი (ჯონი დეპი) მის ქალაქში და მთელს მსოფლიოში ცნობილ, მდიდარ, ძალაუფლების მქონე, ქალებისთვის სასურველ პიროვნებად ჩამოყალიბდა და ყველაფერი კარგად იყო იქამდე, სანამ იგი ანჟელიკ ბუშარს (ევა გრინი) გულს გაუტეხდა.
ელემენტარული
Elementary
სახელგანთქმული შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალის მორიგი ვერსია. სერ არტურ კონან დოილის გმირი, ლონდონიდან ნიუ-იორკში გადადის
ეონ ფლაქსი
Æon Flux
400 წლის შემდეგ, მომავალში, განუკურნებელმა სენმა მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა შეიწირა. მხოლოდ ერთი შემოღობილი ქალაქი ბრეგნა გადარჩა, რომელსაც მეცნიერთა კონგრესი მართავს. როდესაც ეონ ფლაქსი, მიწისქვეშეთის ამბოხებულ \"მონიკიანთა\" წამყვანი საიდუმლო აგენტი, მთავრობის მეთაურის მოსაკლავად გააგზავნეს, მან საიდუმლოებებით აღსავსე სამყარო აღმოაჩინა...
ნემსზე
Trainspotting
\"Trainspotting | ნემსზე\" არის კულტი კლასიკად ქცეული დრამა, რომელიც ედინბურგში მცხოვრებ ახალგაზრდა ნარკოდამოკიდებულ მეგობრებზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი, მარკ რენტონი, ცდილობს თავი დააღწიოს ჰეროინის მოხმარების წრეში მოქცეულ ცხოვრებას, თუმცა მისი მეგობრები და გარემო მას მუდმივად უკან ითრევენ. ფილმი მკვეთრად აღწერს ნარკოტიკების გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე და იმ მძიმე შედეგებზე, რაც ამგვარ დამოკიდებულებას მოჰყვება. \"ნემსზე\" სავსეა შავი იუმორით, კუთხისეული დრამატული მომენტებითა და სოციალური კრიტიკით, რაც მას გამორჩეულს ხდის ბრიტანული კინემატოგრაფის ისტორიაში.