ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
დარჩი ცოცხალი
darchi cocxali / Stay Alive
მოზარდების ჯგუფი ნიუ-ორლეანიდან უბრალოდ გადარია საკმაოდ საშიშმა ვიდეოთამაშმა ”დარჩი ცოცხალი”. თამაშის აზრი იმაშია, რომ უნდა გაათამაშო შიშის მომგვრელი ისტორიები იდუმალი არისტოკრატი ქალის ცხოვრებიდან, რომელიც მე-17 საუკუნეში ცხოვრობდა. მოულოდნელად მოზარდებს ერთი მეორეს მიყოლებით კლავენ, თან ისევე, როგორც მათ პერსონაჟებს თამაშში. სასტიკი გამოგონება რეალობა გახდა. მათ უნდა დაამარცხონ ”სისხლიანი აზნაური”, ისე რომ ცოცხლები გადარჩნენ.
კარები იატაკში
The Door in the Floor
იმ დღეს კოულების ოჯახმა მანქანით გასეირნება გადაწყვიტა. შედეგად, ავროკატასტროფაში ისინი ორ ვაჟიშვილს კარგავენ. როგორ მოერიონ ამ საშინელ ტრაგედიას ტედი და მისი დეპრესიაში ჩავარდნილი მეუღლე, პატარა ექვსი წლის ქალიშვილთან ერთად. იპოვიან თუ არა ისინი გამოსავალს თავიანთი შინაგანი სატუსაღოდან. გამოსავალი ყოველთვის არის, საკითხავია მხოლოდ სად მივყავართ მას?.