ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
უცხო სამყაროს ფერი
ucxo samyaros feri / Color Out of Space
ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტის ამავე სახელწოდების ფანტასტიკური მოთხრობის ეკრანიზაცია, ნათან გარდნერის და მისი ოჯახის შესახებ, რომლებიც ბოსტონიდან ახალ ინგლისში, ქალაქ არქჰემის მახლობლად მდებარე მამულში გადადიან საცხოვრებლად. სანამ გმირები ცხოვრების ახალ წესთან ადაპტირებას ცდილობენ, მათ სახლთან ახლოს იდუმალი მეტეორიტი ვარდება, რომელიც მიწაში იშლება და უცნაური, არაამქვეყნიური ფერით ერთდროულად აბინძურებს ნიადაგს და გარემოს. უცხოპლანეტური ძალა ყველა ცოცხალი არსების მუტაციას იწვევს, რომელსაც იგი შეეხება – იცვლება კენკრის, ბოსტნეულის და ხილის გემო და ცხოველები უჩვეულო ქცევას იწყებენ. ხოლო მოგვიანებით, გარდნერი მისი ოჯახის წევრებს შორის უცნაურობების შემჩნევას იწყებს
სიბნელეში
In Darkness
\"გოგონა სიბნელეში\" ასე ეძახიან უსინათლო გოგონას, სოფიას. იგი შემთხვევით სახიფათო საერთაშორისო დამნაშავის ქალიშვილის მკვლელობის მოწმე გახდება. მიუხედავად მისი უსინათლობისა, გოგონა არც ისეთი დაუცველია, როგროც მაფიასა და სპეცსამსახურს ჰგონია...
ძარცვა ჰატონ გარდენში
The Hatton Garden Job
2015 წლის აპრილში ლონდონის ჰატონ გარდენში ძვირფასეულობის მიწისქვეშა საცავი გაძარცვა ოთხმა მოხუცმა, რომლის საერთო თანხა შეადგენდა დაახლოებით 200 მილიონი ფუნტს
ჩამოვარდნილი
Fallen
ლუსინდა შეყვარებულის გარდაცვალების შემდეგ რთულად აღსაზრდელი მოზარდების სკოლაში მოხვდება. იქ იგი სიმპატიურ და იდუმალებითმოცულ დანიელს შეხვდება. გოგონა მიზნად დაისახავს გაარკვიოს რა უდევს მას გულში...
უკანასკნელი მიმზი
The Last Mimzy
ორი ბავშვი – ემა და ნოი – პოულობენ საიდუმლო ყუთს, სადაც ინახება ნივთები, რომლებიც შესახედავად სათამაშოებს ჰგავს. მათთან თამაში ბავშვების ინტელექტზე იწყებს მოქმედებას: ისინი დიდი სიჩქარით ჭკვიანდებიან, ფაქტიურად გენიოსებს ემსგავსებიან. მშობლები ხვდებიან – რომ რაღაცა რიგზე არ არის, და მითუმეტეს იზრდება მათი ნერვიულობა, როდესაც კურდღელის ფორმის დაძველებული თოჯინა მიმზი განაცხადებს, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი გზავნილი მომავლიდან