ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ინტერვალი
THE IN BETWEEN
რომანტიკული დრამა, ნაშვილები თინეიჯერი გოგონას ტესას შესახებ, რომელსაც არ სჯერა, რომ იმსახურებს საკუთარ სასიყვარულო ისტორიას. მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ის შემთხვევით გაიცნობს სკოლის მოსწავლე სკაილერს, რომელიც ნამდვილი რომანტიკოსი აღმოჩნდება. როდესაც გოგონას გული იწყებს გახსნას, მოულოდნელად ტრაგედია ხდება - სკაილარი ავტოკატასტროფაში იღუპება, ხოლო ტესა გადარჩება. როცა ახალგაზრდა გმირი ავარიის შემდეგ პასუხებს ეძებს, მოულდნელად აღმოაჩენს, რომ სკაილარი იმქვეყნიური სამყაროდან ცდილობს მასთან დაკავშირებას და გაერთიანებას. შედეგად, მისი საუკეთესო მეგობრის დახმარებით და კვლავ შეძენილი რწმენით, რომ სიყვარული არასოდეს კვდება, ტესა ბოლოჯერ უკავშირდება სკაილარის, რათა მათ სიყვარულის ისტორიას მისცეს ეპიკური დასასრული, რომელსაც ის იმსახურებს
კონგი: თავის ქალის კუნძული
Kong: Skull Island
ფილმის მოქმედება ვითარდება კუნძულზე, რომელზეც კინგ-კონგი დაიჭირეს. მთვარი გმირი მოაწყობს ექსპედიციას კუნძულზე, რათა იპოვოს მისი დაკარგული ძმა და რაღაც საიდუმლო ნივთიერება.
ძაღლური ცხოვრება
A Dog\'s Purpose
ძაღლი მიემგზავრება, რათა გაიგოს მისი ცხოვრების მიზანი. იგი გამოიცვლის რამოდენიმე პატრონს და გადახდება განსხვავებული ისტორიები.
ლამაზად წასვლა
Going in Style
ფილმი სამ მოხუც მეგობარზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთ დღესაც გადაწყვეტენ, რომ ბანკი გაძარცვონ..
საუკეთესო დრო
sauketeso dro / The Finest Hours
ფილმი მოგვითხრობს მაშველების შესახებ, რომლებიც საზარელ შტორმში გაემართებიან შუაზე გაგლეჯილ გემზე მყოფი ადამიანების გადასარჩენად.
შეინარჩუნე რიტმი
Take the Lead
ყოფილი პროფესიონალი მოცეკვავე, ნიუ-იორკის საშუალო სკოლაში ცეკვის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში არც თვითონ და არც მისი მანერები არ მოსწონთ მოწაფეებს, ერთად ისინი ცეკვის ახალ სტილს ქმნიან.
ამისტადი
amistadi / Amistad
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმი მოგვითხრობს აფრიკელი მონების დაუჯერებელი მოგზაურობის შესახებ, რომლებიც თავს დაესხმევიან და დაიპყრობენ მონებით მოვაჭრე გემს და სამშობლოში დაბრუნებას ეცდებაინ. იმის შემდეგ, რაც ხელისუფლება ხომალდს დაიბრუნებს, მონებს აშშ–ში გადააგზავნიან, სადაც ისინი ციხეში მოხვდებიან მკვლელობის ბრალდებით. დაიწყება სასამართლო პროცესი, რომელიც ამერიკული სამართალის საფუძვლებს შეეხება და მთელი ნაციის ყურადღებას მიიზიდავს.