ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ბასტერ სკრაგსის ბალადა
The Ballad of Buster Scruggs
ფილმში თავმოყრილია, დასავლეთში, სამოქალაქო ომის დასასრულს, განვითარებული 6 ინდივიდის ისტორია
დიდება კეისარს!
Hail, Caesar!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰოლივუდში - ბრწინვალების, ფუფუნების და ცოდვის იმპერიაში. ერთხელაც მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში \"დიდება კეისარს!\" უკვალოდ ქრება. არც ცოლმა, არც მრავალრიცოვანმა საყვარლებმა, მის შესახებ არაფერი არ იციან. ფილმის პროდიუსერმა სასწრაფოდ უნდა იპოვნოს მთავარი გმირი, სანამ გაიგეს რეპორტიორებმა მისი დაკარგვის შესახებ, თუ უნდა გადაურჩეს აჟიოტაჟს და სკანდალს..
ლუინ დევისის შინაგანი მხარე
Inside Llewyn Davis
ლუინ დევისი დაბნეულია. იგი ოცნებობს გახდეს მუსიკოსი. მას გარს ახვევია ცნობილი სახეები, როგორებიც არიან მისი მეგობარი ჟან ბერკლი და მისი ძმა ჯიმი, ასევე მუსიკალური პროდიუსერები და ცინიკური კოლეგები. შეუძლებელია გაუძლო ზეწოლას ყოველი მხრიდან, იგი იძულებულია წავიდეს სამოგზაუროდ.
სულის სიმტკიცე | True Grit
მამის სიკვდილის შემდეგ, რომელიც მისმა დამხმარემ ტომ ჩეინიმ მოკლა,14 წლის მეტი როსი მკვლელის დაჭერას თავად გადაწყვეტს. დასახმარებლად იგი ამერიკელ მარშალს დაიქირავებს - მტკიცე სულის ადამიანს, რობენ ჯეი რუსტერ კოგბურნს. მისი სურვილის წინააღმდეგ, გოგონა მაინც გაჰყვება მას ინდიელების მხარეში ჩეინის მოსაძებნად. მათ ტეხასელი რეინჯერი ლაბაფი შეუერთდებათ, რომელსაც საკუთარი მიზნები ამოძრავებს. ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სამეული მრავალ ხიფათსა და თავგადასავალში ეხვევა, სამივეს თავისი \"სულის სიმტკიცის\" გამოცდა უწევს...
წაკითხვისთანავე დაწვით | Burn After Reading
კომედია შპიონაჟზე. RNცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან დათხოვნილი ოფიცერის მემუარები, სპორტულ დარბაზში მომუშავე ორ ჭკუასუსტ ადამიანს ჩაუვარდება ხელში და მათ გამოყენებას ცდილობენ.
მოხუცების ადგილი აქ არ არის
No Country for Old Men
დასავლეთ ტეხასში 1980 წელს განვითარებული ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა ვიეტნამელ ვეტერანზე, ვისი ნარკოტიკების გაყიდვის მცდელობაც მისთვის არასახარბიელად დამთავრდება. მთავარ გმირს მოუწევს ორი კილერისგან თავის გადარჩენა ფულით ავსებული ჩემოდანით, რომლებსაც ნაღდი ფულის დაბრუნება სურთ. რიო გრანდეს ახლოს მონადირე შემთხვევით წააწყდება უამრავ გვამს, ჰეროინის პარტიას და ორ მილიონ დოლარს ნაღდი ფულით. ჯობდა მას ამ ფულისთვის ხელი არ მოეკიდა..
ჯენტლმენური თამაშები
The Ladykillers
სამხრეთელი პროფესორი თანამოაზრეებთან ერთად გემზე განლაგებული კაზინოს ძარცვას გეგმავს. ამ განზრახვის შესახებ მოულოდნელად მათი ბინის პატრონმა, მოხუცმა ქალბატონმა მენსონმა შეიტყო, რომლის თავიდან მოშორებაც არც ისე იოლი აღმოჩნდა
ადამიანი რომელიც არ არსებობდა
adamiani romelic ar arsebobda / The Man Who Wasn\'t There
ამბავი ვნებაზე, დანაშაულზე და საჯელზე, რომელიც 1949 წლის ზაფხულში მოხდა. კალიფორნიის პატარა ქალაქის დალაქი ედ კრეინი, უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით, მაგრამ მისი ცოლის, დორისის ღალატი შანსს აძლევს შეცვალოს იგი.
ჰადსაკერის ხელქვეითი
The Hudsucker Proxy
„ჰადსაკერის ხელქვეითი“ (The Hudsucker Proxy, 1994) არის კომედიური დრამა, რომელსაც რეჟისორები ძმები კოენები ქმნიან. ფილმი მოგვითხრობს ნორვილ ბარნსის, გულუბრყვილო და ახალბედა ბიზნესმენის, შესახებ, რომელიც მოულოდნელად დააბრუნეს უზარმაზარი კორპორაციის ხელმძღვანელის პოსტზე. თუმცა, ნორვილს არ ესმის, რომ კომპანიის უფროსებმა განზრახ აიყვანეს იგი ამ თანამდებობაზე, რათა კომპანიის აქციები დაეცეს და თავად შეძლონ მოგება. ნორვილი, მიუხედავად მისი უდანაშაულობისა და უცოდინრობისა, ქმნის იდეას, რომელიც მოულოდნელად კომერციულად წარმატებული აღმოჩნდება. ფილმი გამოირჩევა თავისი უნიკალური ვიზუალური სტილით, სარკასტული იუმორით და 1950-იანი წლების ამერიკის კორპორატიული სამყაროს სატირული ხედვით. „ჰადსაკერის ხელქვეითი“ არის სახალისო და ხატოვანი ფილმი, რომელიც გვიჩვენებს, როგორ შეუძლია შემთხვევითობას ადამიანის წარმატება ან მარცხი განსაზღვროს.
ბარტონ ფინკი
Barton Fink
ნიუ-იორკელი ინტელექტუალი მწერალი ბარტონ ფინკი ჩადის ჰოლივუდში სცენარისტად სამუშაოდ. მას მალე უფორმებენ ხელშეკრულებას, მაგრამ დაკვეთით მუშაობა არ გამოსდის.
მილერის გზაჯვარედინი
Miller\'s Crossing
მილერის გზაჯვარედინი ძმები კოენების პირველი წარმატებული ფილმია, რომელმაც ფართო მაყურებლამდე მიაღწია. ერთ-ერთი საუკეთსო ფილმი მაფიაზე, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ტიპიური მაფიოზური ფილმებისგან..
არიზონას აღზრდა
Raising Arizona
ჰაი ქურდია, ედვინა კი პოლიციაში მუშაობს. ისინი ერთმანეთს პერიოდულად ხვდებიან, როდესაც ჰაის იჭერენ... ისინი მალე ქორწინდებიან... ეს უცნაური წყვილი ბედნიერი იქნებოდა, რომ არა უშვილობა... მაგრამ გამოსავალი არსებობს! ისინი გადაწყვიტავენ სხვისი შვილი გაიტაცონ. ასე ჩნდება მათ ცხოვრებაში არიზონა
უბრალო სისხლი
ubralo sisxli / Blood Simple
ფილმი ბარის მეპატრონის შესახებ, რომელიც ცდილობს მოკლას მოღალატე ცოლი და მისი საყვარელი