ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
კლუბი \"პუმა\"
klubi \"puma\" / Cougar Club
კოლეჯის დამთავრების შემდეგ სპენსი და ჰოგანი ხვდებიან, რომ ცხოვრება სულაც არ არის ისეთი, როგორიც მათ წარმოედგინათ. ისინი იძულებით მუშაობენ იურიდიულ სფეროში და ცხოვრების ახლიდან დასაწყებად იბრძვიან. სპენსსა და ჰოგანს ბედი გაუღიმებთ და მიეცემათ შანსი გახსნან კლუბი, სახელწოდებით \"პუმა\", სადაც ახალგაზრდა ბიჭები ასაკოვან ქალებს ყველანაირ მომსახურეობას სთავაზობენ. ამ კლუბს გმირები სულ სხვა ცხოვრებაში გადაჰყავს
გედის ხმა
gedis xma / The Trumpet of the Swan
მულტფილმი მოგვითხრობს ერთ ახალგაზრდა გედზე, რომელსაც არ შეუძლია საყვირიდან ხმები გამოსცეს. ერთი სიგნალის გამოცემაც კი არ შეუძლია. ამიტომ ის ძალიან რთულ სიტუაციაში მოხვდება
სახელგანთქმული | CELEBRITY
40 წლის ჯურნალისტი, საიმონ ლი, სტატიებს წერს ტურისტული ჟურნალისთვის. ერთხელაც გადაწყვეტს საკუთარი ცხოვრების შეცვლას. გაეყრება მეუღლეს, რობინს, რომელთანაც 16 წელი იცხოვრა. მწერლის კარიერა არ გამოსდის, ამიტპმაც ცდილობს კინობიზნესში მოიხვეჭოს სახელი. იგი სხვადასხვა ცნობილ ადამიანებს სთავაზობს ფილმის გადაღებას სცენარზე, რომელიც თავისი დაუსრულებელი რომანის საფუძველზე დაწერა. ამ მცდელობების დროს იგი იცნობს შოუბიზნესში სახელგანთქმულ ადამიანებს.
ალბინო ალიგატორი
albino aligatori / Albino Alligator
სამი კრიმინალი, რომლებიც პოლიციისგან გაქცევას ცდილობენ, იძულებულნი არიან, პატარა ბარში თავი შეაფარონ და მძევლები აიყვანონ. ისინი ცდილობენ, სიტუაციას კონტროლი შეუნარჩუნონ, მაგრამ დროთა განმავლობაში, დაძაბულობა იზრდება, როგორც მძევლებს შორის, ისე კრიმინალებს შორის. გეგმა უარესი ხდება, როცა პოლიცია ბარს ალყაში არტყამს. ახლა, ისინი იძულებულნი არიან, სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღონ, რადგან სიტუაცია სრულ ქაოსამდე მიდის.
ბაგსი
Bugsy
ბენჟამინ სიგელი მეტსახელად \"Bugsy\" - ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული განგსტერი, კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი თავის მეგობრებთან ერთად. თავის თავში დარწმუნებული, გაწონასწორებული მექალთანე, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მაგრამ იგი სხვა კანონისდამრღვევებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ არ აინტერესებდა ფული ან უსაზღვრო ძალაუფლება, მას უნდოდა მომავლის ქალაქი აეშენებინა, სწორედ ამ მიზნით შეისყიდა ნევადაში არსებული უდაბნო, და ოცნების სასტუმროსა და კაზინოს აშენება განიძრახა..
ნათლია: ნაწილი მესამე | The Godfather: Part III
1979 წელს, ნიუ -იორკსა და იტალიაში თავისი საქმიანი ურთიერთობების ლეგიტიმაციის პროცესში, ასაკოვანი მაფიოზი დონ მაიკლ კორლეონე, ცდილობს მსხვერპლი გაიღოს თავისი ცოდვების გამოსასყიდად და ახალგაზრდა პროტეჟეს თავის ფრთის ქვეშ შეიფარებს. ტრილოგიის ბოლო ფილმი, პირველი ორის გამოსვლიდან 16 წლის შემდეგ, ასრულებს ამბავს მაფიის ბოსის, მაიკლ კორლეონეს შესახებ...