ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ყინულის წინააღმდეგ | AGAINST THE ICE
ისტორიული სათავგადასავლო დრამა, რომელშიც მოვლენები 1909 წელს ვითარდება და გემ “ალაბამას” კაპიტანის, ეინარ მიკელსენის ხელმძღვანელობით დანიური ექსპედიციის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების განაცხადის გაბათილებას ცდილობდა და ეფუძნებოდა იდეას, რომ თითქოს გრენლანდია მიწის ორ განსხვავებულ ნაწილად იყო დაყოფილი. გემზე თავისი გუნდის დატოვების შემდეგ, მიკელსენი ეკიპაჟის გამოუცდელ წევრთან, ივერ ივერსენთან ერთად ციგით მიდის ექსპედიციაში, სადაც გმირები ახერხებენ იპოვონ მტკიცებულება, რომ გრენლანდია ერთი კუნძულია, მაგრამ ახლა გემზე დაბრუნებას უფრო მეტი დრო სჭირდება, რაც გაცილებით რთული აღმოჩნდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ძლიერი შიმშილის, ყინულის, დაღლილობისა და პოლარული დათვების წინააღმდეგ ბრძოლაში, ისინი საბოლოოდ მათ დამსხვრეულ გემს და მიტოვებულ ბანაკს აღმოაჩენენ.
ლოცვა გამთენიისას
A Prayer Before Dawn
ნამდვილი ისტორია ინგლისელ ბოქსიორზე, რომელიც სასჯელს ტაილანდის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ციხეში იხდის. ის იბრძვის ტაილანდურ ტურნირებში, რათა თავისუფლება მოიპოვოს...