ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
გლორია ბელი
Gloria Bell
გლორია თავისუფალი სულის განქორწინებული ქალია, რომელიც მთელ დღეებს სამსახურში ატარებს, ხოლო ღამეებს საცეკვაო მოედანზე და ლოს-ანჯელესის კლუბებში ათენებს. ერთ ასეთ ღამესაც არნოლდს შეხვდება და აღმოაჩენს, რომ უეცრად მოულოდნელ სასიყვარულო ურთიერთობაში გაება, რომელიც სავსეა როგორც სიხარულითა და სიყვარულით, ასევე სირთულეებით...
ფრთხილად! კარები იკეტება
frtxilad! karebi iketeba / Sliding Doors
გვინეტ პელტროუ ლონდონელ პუბლიცისტს ელენს თამაშობს. ფილმი გვიჩენებს თუ რა მოხდებოდა,მას რომ მატარებლისთვის კარის დაკეტვამდე მიესწრო ან ვერ მიესწრო
ფირმა
The Firm
მიტჩ მაკდირს იურისპრუდენციაში დიდი მომავალი ელის. ის ფირმიდან სარფიან შემოთავაზებას მიიღებს და დიდი პრივილეგიებით, ფულით და საჩუქრებით თავბრუდახვეული კომპანიის ბნელ მხარეებს დიდად ყურადღებას არ აქცევს, სანამ მის ორ კოლეგას არ მოკლავენ. ინფორმაციის მისაღებად მას გამოძიების ფედერალური ბიურო უკავშირდება და მიტჩი ხვდება, რომ მისი ცხოვრება შეიძლება დაინგრეს, თუ ის სასწრაფოდ არჩევანს არ გააკეთებს.
ძირითადი ინსტინქტი
Basic Instinct
„ძირითადი ინსტინქტი“ 1992 წელს გადაღებული, ეროტიკული თრილერია სექსზე გაგიჟებულ მკვლელსა და პოლიციის ოფიცერზე, რომელიც სახიფათოდ დაუახლოვდება ეჭვმიტანილ მწერალ ქალს, რომლის როლსაც ბრწინვალედ ასრულებს შერონ სთოუნი. მისმა გმირმა კარგად იცის, რომ თავისი გარეგნობის წყალობით შეძლებს პასუხისმგებლობას თავი აარიდოს და წიგნზე მუშაობაც დაასრულოს