ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
საიდან იცით?
How Do You Know
ისტორია სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ, რომელშიც ჯეკი ბეისბოლის პროფესიონალ მოთამაშე მეთის, მშვენიერი ლიზას სიყვარულში მეტოქეობას უწევს ...
განდგომილები
The Departed
სამხრეთ ბოსტონის ირლანდიელ მაფიოზთა კლანის დასამარცხებლად პოლიცია ფარულად თანამშრომელს შეაგზავნის, რომ შიგნიდან ინფორმაცია მიიღოს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ სინდიკატმაც მსგავსი რამ განახორციელა.როდესაც შეგზავნილი პოლიციელი მაფიის უფროსს დაუახლოვდება, პარალელურად პოლიციაში შეპარულ კრიმინალს კარიერაში წარმატებები აქვს და აწინაურებენ. მაგრამ ორივე მხარე მალევე აღმოაჩენს, რომ მათ შორის დამსმენია.
ბრაზის მართვა
Anger Management
თვითმფრინავში მომხდარი გაუგებრობის შემდეგ მოსამართლე დენიელი დევიდ ბუზნიკს სიბრაზის კონტროლის კურსებზე სიარულს დაუნიშნავს
შმიდტის შესახებ
About Schmidt
ფილმი \"About Schmidt\" მოგვითხრობს უორენ შმიდტზე, პენსიაზე გასულ 66 წლის მამაკაცზე, რომლის ცხოვრება მოულოდნელად იცვლება. უორენი მთელი ცხოვრება მუშაობდა სადაზღვევო კომპანიაში, მაგრამ პენსიაზე გასვლის შემდეგ ის საკუთარი თავის გარეშე რჩება. მისი ცხოვრების უმეტესობა რუტინაშია ჩაფლული, ისევე როგორც მისი ქორწინება, რომელიც აღარ ახარებს მას. ფილმის სიუჟეტი ვითარდება მას შემდეგ, რაც უორენის მეუღლე მოულოდნელად გარდაიცვლება. შმიდტი ცდილობს გაარკვიოს, რა დარჩა მის ცხოვრებაში, როდესაც მისი კარიერა და ქორწინება დასრულებულია. ის იწყებს მოგზაურობას აშშ-ის მასშტაბით, რათა საკუთარი ქალიშვილის, ჯინის ქორწილში ჩააღწიოს. ამ გზაზე ის ფიქრებს უთმობს საკუთარ წარსულს, მომავლს და არსებულ ურთიერთობებს. უორენის შიდა ბრძოლა და თვითშემეცნების მცდელობა ერთ-ერთი მთავარი თემაა. ის აგზავნის წერილებს ნიგერიელ ბიჭუნას, რომელიც აფრიკაში ცხოვრობს და ქველმოქმედების ფარგლებში აყვანილია მისი ფინანსური დახმარებით. ეს ურთიერთობა უქმნის მას ილუზიას, რომ მისი ცხოვრება კვლავ რაიმეს ნიშნავს და რაღაცას ცვლის. ფილმი სავსეა ირონიითა და იუმორით, თუმცა ასევე შინაარსიანი დრამატული მომენტებით, რომლებიც ასახავს პერსონაჟის მარტოობას და ადამიანის სულიერ ძიებას. \"About Schmidt\" არის გულისამაჩუყებელი და ზოგჯერ ტრაგიკომიკური თხრობა, რომელიც ეხება ცხოვრების აზრს, დაბერებასა და წარსულთან შერიგებას.
უკეთესი არ არსებობს
As Good as It Gets
ფსიქიურად გაუწონასწორებელ მწერალს ყველა ეზიზღება.ამის გამო მასთან ვერავინ მეგობრობს და ამიტომაც მაარტოხელაა.მოულოდნელად მას მოუწია მეზობლის ძაღლის მოვლა და ის ძაღლისგან სიკეთის კეთებას სწავლობს..
სისხლი და ღვინო | Blood and Wine
ღვინის ვაჭარი ალექს გეითსი ცდილობს გააძლიეროს თავისი წარუმატებელი ბიზნესი კლიენტისგან ბრილიანტის ყელსაბამის მოპარვით.
ჰოფა
Hoffa
ჰოფა თავისი აღურიცხავი ყოველმხრივი ბრძოლებით პრეზიდენტ რუზველტთან, რაც უარყოფს მისი გაუჩინარების თეორიას 1975 წელს
ბეტმენი
Batman
ბოროტების და სიკეთის მუდმივი დაპირისპირება: შეშლილი ბოროტმოქმედი - ჯოკერი, ქალაქ გოტემისთვის საფრთხეს წარმოადგენს. უკომპრომისო და იდუმალი ბეტმენი ქალაქის მცხოვრებთა უკანასკნელი იმედია, თუმცა გმირს არ სურს თავისი ნამდვილი სახის გამოჩენა
ისტვიკელი ალქაჯები
The Witches of Eastwick
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას თანამედროვე ალქაჯებზე,რომლებიც თავის იდეალურ მამაკაცს ეძებენ
სინაზის ენა
sinazis ena / Terms of Endearment
ნებისმიერმა დედამ, თავის ქალიშვილზე უკეთესად იცის, რა არის საჭირო მისი ბედნიერებისთვის. ავრორა გრინუეის, ძალიან უყვარს თავისი ქალიშვილი ემა, მაგრამ ყოველთვის არ ამჟღავნებს ამას. იმის შემდეგ, რაც ავრორა დაქვრივდა, მას მოუწია ბავშვის აღზრდა დამოუკიდებლად. გავიდა წლები, გოგონა გაიზარდა, გათხოვდა და გაფრინდა მშობლიური ბუდიდან. ახლა, როდესაც ავრორა მარტო დარჩა, დროა პირად ცხოვრებაზეც იფიქროს...
წითლები
witlebi / Reds
ფილმი ამერიკელი ჟურნალისტის ჯონ რიდის რეალურ ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ჯონი ქმრიან ქალს ლუიზა ბრიანტს ხვდება, რომელიც მისი გულისთვის ქმარს მიატოვებს. პოლიტიკური უთანხმოებების გამო ისინი აშშ–დან რუსეთში მიდიან, სადაც 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის პერიოდია. კომუნისტური იდეებით შეპყრობილი ჯონი და ლუიზა რევოლუციის მოწყობის იმედით აშშ–ში ბრუნდებიან
ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს | THE POSTMAN ALWAYS RINGS TWICE
ამ კრიმინალური დრამის მოქმედება ვითარდება ამერიკაში დიდი დეპრესიის დროს. უსახლკარო ფრენკ ჩემბერსმა მოძებნა დროებითი თავშესაფარი და სამუშაო გზისპირა სასადილოში. ის მოშინაურდა, მოეწონა მეპატრონეს და, რაც მთავარია მეპატრონის ცოლს. ამ ქალთან მას საკმაოდ ახლო კავშირი გაუჩნდა, – ფრენკი, როგორც მამაკაცი ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე მისი მეუღლე. რაღაც გარკვეული დროს მერე ახალგაზრდა წყვილი, ჩათვლის, რომ მეპატრონე უკვე ზედმეტია მათ ცხოვრებაში და გადაწყვიტავს ის თავიდან მოიშოროს.
ნათება
The Shining
ფილმს მაყურებელი გადაჰყავს მოშორებულ სასტუმროში, სადაც ჯეკ ტორენსმა, მისმა ცოლმა და ვაჟმა ზამთარში უნდა იცხოვრონ. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფილმი რეალობას ისე აურევს, რომ იზოლაციაში ყოფნას ფსიქოლოგიურ კოშმარად აქცევს...
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
One Flew Over the Cuckoo\'s Nest
სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში, დაუმორჩილებელი პატრიკ მაკმერფი მის მეგობარ პაციენტებს, მთავარი მედდის-მილდრედ რეტჩიდის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ აამხედრებს.
პროფესია: რეპორტიორი
The Passenger (Professione: reporter)
ჟურნალისტი დევიდ ლოკი ჩამოდის ჩრდილოეთ სახარაში მასალების შესაგროვებლად, მაგრამ სამუშაო არ მისდის. მომდევო რთული–ცხელი დღე უსიამოვნო სიურპრიზს მოუტანს: მოკვდება მეზობელი, რომელიც ცხოვრობს მეზობელ ნომერში. ლიუკი მოულოდნელ გადაწყვეტილებას მიიღებს: ის წაიღებს გარდაცვლილის ტანსაცმელს, პასპორტში სურათებს ადგილებით შეცვლის და
ჩინური კვარტალი | Chinatown
კერძო დეტექტივი ცოლ-ქმრული ღალატის საქმეს იძიებს და მკვლელობის სქემას გადააწყდება, რომელიც რაღაცით წყალთან არის დაკავშირებული...