ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ჭექა-ქუხილის ძალა
Thunder Force
სამყაროში, სადაც ბოროტმოქმედება ჩვეულებრივი მოვლენაა, ორი ყოფილი მეგობარი ქალი ისევ გაერთიანდება, როდესაც ერთი მათგანი მეორეს სუპერგმირად გადააქცევს და დაიწყებენ საკუთარი ქალაქის დაცვას ბოროტმოქმედებისაგან
თამაშის ღამე
Game Night
მეგობრების ჯგუფი, რომელიც რეგულარულად იკრიბება ღამის თამაშებისთვის, მოულოდნელად მისტიური მკვლელობის გამოძიების პროცესში აღმოჩნდებიან.
დამპლური თამაშები
მაქსისა და ენის ისტორია, რომლებიც სხვა წყვილებთან ერთად ყოველ ღამით \"დამპლურ თამაშებს\" აწყობენ. ერთ საღამოს მაქსის ძმა, ქარიზმატული ბრუკსი, დაგეგმავს თამაშს მკვლელებითა და ფედერალური აგენტებით. ბრუკსს გაიტაცებენ, მაგრამ ეს ხუმრობაა თუ არა? საბოლოოდ, როდესაც ექვსი აზარტული მოთამაშე იწყებს თავსატეხების ამოხსნას ხვდება რომ ბრუკსი ისეთი არაა, როგორიც ჩანს. თამაშში ქულები არ გროვდება, წესები არ არსებობს, მეგობრები ვერ ხვდებიან ვინ არის მათი მოწინააღმდეგე. ეს ყველაზე დასამახსოვრებელი ღამე იქნება მათ ცხოვრებაში... ან უკანასკნელი
ოზარკი
Ozark
ფინანსური კონსულტანტი მარტი ბიორტი ცოლთან და სხვა ოჯახის წევრებთან ერთად იძულებულია ჩიკაგოდან კურორტ ოზარკში გადავიდეს მისურის შტატში. მთავარ გმირს საცხოვრებელის შეცვლა ფინანსურმა პრობლემებმა აიძულა
ცენტრალური დაზვერვა
Central Intelligence
ფილმი მოგვითხრობს ორი ბავშვობის მეგობრის თავგადასავალს, გაოცდებით იმდენად განსხვავებული იქნება მათი ცხოვრება სკოლაში და სკოლის შემდეგ
ზოოტოპია
Zootopia
თანამედროვე ქალაქი, დასახლებული სხვადასხვა ცხოველებით, დიდი სპილოები პატარა თაგვები. ქალაქი იყოფა რაიონებად და აქ ასევე არის ელიტარული უბანი საჰარის ტერიტორიაზე და ასევე არასტუმართმოყვარე ტუნდრათაუნი. ქალაქში არის ახალი პოლიციელი, მხიარული კურდღელი ჯუდი ჰოპსი, რომელიც სამუშაოს პირველი დღიდანვე აცნობიერებს თუ რა ძნელია იყო პატარა და ფუმფულა დიდ და ძლიერ პოლიციელებს შორის. ჯუდი ცდილობს პირველი შესაძლებლობისთანავე წარმოაჩინოს საკუთარი თავი იმის მიუხედავად, რომ მისი მეწყვილე არის მელია ნიკ უაიდლი. მათ ერთად მოუწევთ რთული საქმის გამოძიება, რის გამოაშკარავებამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელი ქალაქის მაცხოვრებლებს.
საჩუქარი
The Gift
ცოლ-ქმარი ცდილობს დაალაგონ ურთიერთობა, სწორედ ამ დროს გამოჩნდება ქმრის ძველი მეგობარი, რომელმაც საშინელი საიდუმლო იცის მასზე...
ფენგების ოჯახი
fengebis ojaxi / The Family Fang
და-ძმა ბრუნდება თავიანთი ბავშობის სახლში, რათა მოძებნონ საქვეყნოდ ცნობილი მშობლები, რომლებიც გაუჩინარდნენ.
ის ადგილი სადაც დაგტოვე
This Is Where I Leave You
ებრაელების ოჯახი იძულებულია გადახედოს თავის რელიგიურ შეხედულებებს და ტრადიციებს რათა მამის უკანასკნელი სურვილის შესრულება შეძლონ
პირადობის ქურდი (დაიჭირე მსუქანა, თუ შეგიძლია)
Identity Thief
ფილმში ძირითადი მოქმედება ვითარდება გზაში.მთავარი პერსონაჟი, ფინანსისტი, სენდი ბიგელოუ პიტერსონია, რომელიც იგებს რომ თაღლითი, სახელად დიანა პარავს მას ფულს საკრედიტო ბარათიდან.ის მიდი დიანას მოსაძებნად, თუმცა თაღლითიუკვე გარბის უამრავი მოტყუებული ადამიანისგან თავის დასაღწევად
კავშირის გაწყვეტა
kavshiris gawyveta / Disconnect
ფილმი მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ ურთიერთობები აღადგინონ ვირტუალური, სოციალური ქსელების მიღმა
აუტანელი ბოსები | Horrible Bosses
**„აუტანელი ბოსები“ (Horrible Bosses, 2011)** არის კომედიური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს სამი მეგობრის, ნიკის (ჯეისონ ბეტმანი), დეილის (ჩარლი დეი) და კურტის (ჯეისონ სუდეიკისი), შესახებ, რომლებიც თავიანთი აუტანელი და საშინელი ბოსებისგან დასვენებას ცდილობენ. მათი უფროსები სრულიად აუტანელი, უსამართლო და ზოგჯერ სასტიკი ადამიანები არიან, და მეგობრები გადაწყვეტენ, რომ მათი ერთადერთი გამოსავალი ბოსების მოშორებაა. ისინი ქირაობენ კრიმინალურ მრჩეველს და იწყებენ სრულიად ქაოტურ გეგმის განხორციელებას, მაგრამ ყველაფერი მოულოდნელად ცუდად მიდის. „აუტანელი ბოსები“ არის ბნელი იუმორით სავსე ფილმი, რომელიც დაუსრულებელ კომიკურ სიტუაციებსა და სამსახურებრივი დრამის თემებზეა აგებული.
დიდი თამაში
State of Play
სიმპათიური, თავის თავში დარწმუნებული კონგრესმენი სტივენ კოლინზი თავისი პოლიტიკური პარტიის მომავალია. მან თავდაცვითი ხარჯების კონტროლის კომიტეტის თავმჯომარის საპატიო თანამდებობა მიიღო. მთელი ყურადღება ამომავალ ვარსკვლავზეა მიპყრობილი, ის მომავალ საარჩევნო კამპანიაში თავისი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა გახდეს, მაგრამ ამ დროს მხეცურად კლავენ მის საყვარელ ქალს და სტივენის ცხოვრებაში საიდუმლოებების გამომჟღავნების ეტაპი დგება.
სიყვარულის ფორმულა დაქორწინებულთათვის
Couples Retreat
ერთი წყვილი მეორეს დაიყოლიებს ქორწინების გადასარჩენად ერთად სპეციალურ კუნძულზე წავიდნენ, რომელიც სპეციალურად პრობლემატური წყვილებისთვის არის შექმნილი. ამ \"სავალდებულო თერაპიას\" ყველასთვის მხოლოდ პრობლემები მოაქვს