ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
არაჩვეულებრივი ბერტ უანდერსტოუნი
The Incredible Burt Wonderstone
ფილმი მოგვითხრობს ორი ლას ვეგასელი მოქიშპე ილუზიონისტის ისტორიაზე...
საკმარისია სიტყვები
Enough Said
ევა ქმარს დასცილდა და არ იცის რა აკეთოს. მალე ის გაიცნობს მომხიბლავ მამაკაცს, რომელიც აღმოჩნდება ყოფილი ქმარი ქალის რომლისაც მას თავის დროზე ძალიან შურდა
მოკალი ნაზად
Killing Them Softly
ფილმი მოგვითხრობს ქურდობის შედეგზე, რომელიც არალეგალურ პოკერ კლუბში განხორციელდა. მოცემული დანაშაული მთლიანად ქურდების სსამყაროს უქმნის საბრთხეს. დამნაშავეების იდენტიფიცირებას ადამიანს დაავალებენ, რომელიც გამოირჩევა დაუნდობელი ადამიანის თვისებებით
ვიოლეტი და დეიზი
Violet & Daisy
ორი თინეიჯერი დაქირავებული მკვლელი მიდის მორიგ დავალებაზე, მათ გონიათ, რომ ეს დავალება მარტივია და სწრაფად გაათმევენ თავს, თმცა ყველაფერი გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდება.
იქ, სადაც ველური არსებები ცხოვრობენ
Where the Wild Things Are
მაქსი წარმოიდგენს, რომ დედას გაექცა და შორეული კუნძულისკენ გაემგზავრა, სადაც დიდი მოლაპარაკე ურჩხულები მას თავიანთ მეფედ აღიარებენ,ისინი აშენებენ ციხესიმაგრეებს და საიდუმლო გასასვლელებს ეძებენ..
სოპრანოს კლანი
The Sopranos
სერიალი ამერიკულ მაფიოზურ ოჯახზეა. იგი თანამედროვე ნათლიმამას ყოველდღიურ ცხოვრებას ჰგავს. სავსეა მაფიოზური გარჩევებით და ოჯახში არსებული პრობლემების მოგვარებით. ტონი სოპრანოს ჰყავს ცოლი, საყვარელი, ორი შვილი და უკვე დაბერებული დედა. მისი ყოველდღიური ცხოვრების წესია, ფსიქოანალიტიკოსთან ვიზიტი, რომლის დამალვასაც იგი ცდილობს, ბავშვებისთვის შესაბამისი კოლეჯის მოძებნა და ასევე პრობლემები რომლებიც მაფიოზურ ბიზნესში წარმოიშვება
დაცემული ანგელოზი
Fallen
ქალაქის ციხეში სასამართლოს გადაწყვეტილებით სასიკვდილოდ დასაჯეს სახეფათო დამნაშავე, მკვლელი–მანიაკი. ამ წუთიდან ქალაქში საიდუმლო მკვლელობების სერია დაიწყება, მკვლელი ერთი მეორეს მიყოლებით კლავს ადამიანებს, თან მსხვერპლების სხეულები მეტყველებენ რიტუალური ხასიათის მკვლელობებზე. პოლიციის დეტექტივი ხობსი, რომელიც მანიაკის სასიკვდილო დასჯის დროს იმყოფებოდა, გამოძიებას საკუთარ ხელში აიღებს და, დასაწყისისთვის გაარკვევს, რა ჰქვია მკვლელს. სახელის დადგენისას, გამოძიებელი საშინელ დასვნამდე მივა: ამ მკვლელობებს მკვლელი დემონი ჩადის, რომელმაც ჩვენს სამყაროში შეძლო გადმოსვლა
მარტოხელა გულები
Lonely Hearts
1940-იანი წლების მიწურულს, მართა ბეკი და რაიმონდ ფერნანდესი სკანდალურად სახელგანთქმულნი იყვნენ როგორც \"მარტოხელა გულების მკვლელები\". მათი ფატალური თაღლითობის სქემა მარტივი იყო. ისინი მოატყუებდნენ და შემდეგ უმოწყალოდ გამოასალმებდნენ სიცოცხლეს ყველა იმ მარტოხელა ქვრივს, რომელიც გამოეხმაურებოდა მათ პირად განცხადებას გამოქვეყნებულს გაცნობის მიზნით, სადაც რეი, თავისთავს მიმზიდველ ლათინოს საყვარლად აღწერდა. ფილმი აგებულია ნამდვილ ისტორიაზე...
შობის გადატანა
Surviving Christmas
დრიუ მარტოხელა ახალგაზრდაა, მას არავინ ჰყავს და როგორც წესი შობას მარტოობაში ატარებს, ერთხელაც ის გადაწყვეტს დაიქირაოს მთელი ოჯახი, რათა შობის დღესასწაულზე მარტო არ იყოს
ადამიანი რომელიც არ არსებობდა
adamiani romelic ar arsebobda / The Man Who Wasn\'t There
ამბავი ვნებაზე, დანაშაულზე და საჯელზე, რომელიც 1949 წლის ზაფხულში მოხდა. კალიფორნიის პატარა ქალაქის დალაქი ედ კრეინი, უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით, მაგრამ მისი ცოლის, დორისის ღალატი შანსს აძლევს შეცვალოს იგი.
უკანასკნელი ციხესიმაგრე
The Last Castle
უმაღლესი რანგის ჯიდლოს მფლობელ გენერალს სამხედრო დავალების შესრულებისას გამოვლენილი დაუმორჩილებლობისათვის წოდებას ართმევენ და მკაცრი რეჟიმის სამხედრო ციხეში გზავნიან, სადაც იგი პატიმრებისადმი უსამართლო დამოკიდებულების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას
წითელი მოქცევა
Crimson Tide
მსოფლიოში არსებობს სამი ადამიანი, რომელსაც ნამდვილი ძალაუფლება გააჩნია – რუსეთის პრეზიდენტი, აშშ–ს პრეზიდენტი და ბირთვული წყალქვეშა ნავის კაპიტანი, რომლის ბორტზე სასიკვდილო ბირთვული იარაღია. მაგრამ ნებისმიერი ომის დროს არსებობს მომენტები, როდესაც ბრძანების შესრულებაზე მთელი კაცობრიობის ბედია დამოკიდებული, მაშინ კაპიტანის ხელშია მილიონობით ადამიანის სიცოცხლე