ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
სახლი გზასთან | Road House
1989 წლის ამავე სახელწოდების საკულტო ფილმის რიმეიკი, აბსოლიტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონის ყოფილი მებრძოლის, ელვუდ დალტონის (ჯეიკ ჯილენჰოლი) შესახებ, რომელიც იწყებს მუშაობას ფლორიდა-კისში მდებარე გზისპირა კლუბში. თუმცა, ის მალევე აღმოაჩენს, რომ ტროპიკულ სამოთხეში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, სადაც მთავარი გმირი კორუმპირებულ ბიზნესმენს უპირისპირდება, რომელსაც ტერორში ჰყავს პატარა ქალაქის მოსახლეობა
უდანაშაულობის პრეზუმფცია
Presumed Innocent
როდესაც პატივსაცემ ადვოკატს, ტომას ჰარტმანს, ბრალს სდებენ მისი კოლეგის, ლაურას სასტიკ მკვლელობაში, ყველაფერი, რაც მას ცხოვრებაში გაუკეთებია, ეჭვქვეშ დგება. სასამართლოში მან მრავალი საქმე მოიგო და ყოველთვის სიმართლის მხარეს იდგა, მაგრამ ახლა, როცა თავად აღმოჩნდა ბრალდებულის სკამზე, მისი უდანაშაულობა მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მიუხედავად იმისა, რომ ის აცხადებს, რომ ლაურას მიმართ განსაკუთრებული გრძნობები ჰქონდა, მას არ დაუშვია ის, რაშიც მას ადანაშაულებენ. სასამართლო პროცესის განმავლობაში, იმალება სიმართლე, რომელიც არამარტო ტომასს, არამედ მის ოჯახსა და კარიერასაც ემუქრება, რაც სრულიად არაპროგნოზირებად შედეგებამდე მიდის.
სასწრაფო დახმარება
Ambulance
ვეტერანი უილ შარპი სასოწარკვეთილი ეძებს ფულს, რათა გადაარჩინოს თავისი ავადმყოფი ცოლი. ის დახმარებისთვის მიმართავს თავის დამნაშავე ძმას, დენის და ის არწმუნებს მას ბანკის გაძარცვაში. თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის და ძმებს სასწრაფო დახმარების მანქანა ორ მძევლთან - ექიმთან და დაჭრილ პოლიციელთან ერთად უნდა მოიპარონ.
სპირიტი 2: პრერიების სული
spiriti 2: preriebis suli / Spirit Untamed / Spirit Riding Free
სპირიტი 2 – ჯიუტი გოგონას ლაკი პრესტოკის ეპიკური თავაგადასავალი, რომლის ცხოვრება მთლიანად შეიცვლება როდესაც ის გარეულ ცხენს შეხვდება
მტერი
Enemy
ისტორიის მასწავლებელი ტერტულიანო მაკსიმო, რომელიც სულ დეპრესიაშია, ერთ დღესაც ქირაობს ფილმს “მიზანდასახული მონადირის თამაში”. ფილმი მას არ მოეწონება და გადაწყვეტს დაწვეს, თუმცა უცებ გამოეღვიძება რადგან გაახსენდება, რომ ფილმი არ გამოურთავს და მეორე წრეზე ჩაირთო. ამ დროს ტერტულიანომ აღმოაჩინა, რომ მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი როგორც ორი წყლის წვეთი ისე გავს მას. იგი გადაწყვეტს მოძებნოს თავისი ორეული.
სპარსეთის პრინცი: დროის ქვიშები
Prince of Persia: The Sands of Time
მოუხელთებელი პრინცი იძულებულია იდუმალ პრინცესას შეუერთდეს. ერთად ისინი იბრძვიან ბნელი ძალების წინააღმდეგ, იმისათვის რომ დაიცვან ღმერთების საჩუქარი - ხანჯალი, რომლითაც შესაძლებელია დროის ქვიშის გახსნა, მის მფლობელს კი დროის მართვა და მსოფლიოს დაპყრობა შეეძლება. ფილმი შექმნილია ამავე სახელის ვიდეო თამაშის მიხედვით