ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ადამიანი-ობობა: სახლიდან შორს | Spider-Man: Far from Home
ფილმი \"ადამიანი-ობობა: შორს სახლიდან\" წარმოადგენს Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილს და პიტერ პარკერის (ტომ ჰოლანდი) თავგადასავლების გაგრძელებას. ფილმი იწყება \"შურისმაძიებლების\" ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, სადაც პიტერი ცდილობს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს და სკოლასთან ერთად, მეგობრებთან დრო გაატაროს. ამჯერად, ის თანაკლასელებთან ერთად ევროპაში მოგზაურობს. თუმცა, მის დასვენებას საფრთხე ემუქრება, როდესაც ნიკ ფიური (სამუელ ლ. ჯექსონი) პიტერს ახალი მისიისთვის მოუწოდებს. იდუმალებით მოცული მტრები, სახელად ელემენტალები, მსოფლიოს განადგურებით ემუქრებიან, და ახალი გმირი, მისტერიო (ჯეიკ ჯილენჰოლი), მათთან ბრძოლაში ეხმარება პიტერს. პიტერი ცდილობს, გაარკვიოს, ვის შეუძლია ნდობა, და უნდა აიღოს თავისი გმირული პასუხისმგებლობა, თუნდაც ეს ნიშნავს საკუთარი ჩვეულებრივი ცხოვრების დათმობას. \"ადამიანი-ობობა: შორს სახლიდან\" არის დაძაბული და სახალისო ისტორია, რომელიც არა მხოლოდ მოქმედებითაა სავსე, არამედ პიტერის ემოციურ ზრდასაც აჩვენებს. ის სწავლობს, რომ გმირობა რთულია, თუმცა არჩევანის გაკეთება ყოველთვის აუცილებელია.
ხავერდოვანი ბენზოხერხი
Velvet Buzzsaw
მდიდარი მხატვრები და კოლექციონერები ნებისმიერ თანხას გადაიხდიან როდესაც ხელოვნება მომგებიან ინვესტიციას წარმოადგენს. ისინი მზად არიან დანაშაულიც კი ჩაიდინონ, რადგან ადამიანის სიხარბესა და მომხვეჭელობას საზღვარი არ აქვს. როდესაც ასპარეზზე ახალი ნიჭიერი ხელოვანი გამოდის ყოველი ადამიანი, ვინც პირადი სარგებლობისკენ მიისწრაფვის, მისტიური და ჯოჯოხეთური ძალის სამიზნე ხდება.
ძმები სისთერსები
The Sisters Brothers
ჩარლი და ელი სისთერსები – ორი ცნობილი დაქირავებული მკვლელი – უხეშ და სასტიკ დასავლეთში მოგზაურობენ, სადაც ახალ დავალებას ასრულებენ. ისინი უფროსისგან მიიღებენ ბრძანებას, იპოვონ და მოკლან ოქროს მაძიებელი, რომელიც საიდუმლო ფორმულას ფლობს, რომელიც ოქროს ძიებას აჩქარებს. თუმცა, ძმების განსხვავებული ხასიათი და ცხოვრებისეული ფასეულობები მათ მუდმივ დაპირისპირებაში აქცევს. ჩარლი – უფრო დაუნდობელი და დაუფიქრებელი, ხოლო ელი – ტრადიციულად მშვიდი და ფიქრიანი, ამ მოგზაურობაში საკუთარი გზის პოვნას ცდილობენ. ამ რთულ და ხშირად სასტიკ სამყაროში ძმების ურთიერთობები თანდათან უფრო იძაბება, და მათ წინაშე დგება კითხვები თავიანთი ცხოვრების აზრსა და მომავლის არჩევანის შესახებ.
ველური ცხოვრება
Wildlife
1980-იანი წლების პატარა ქალაქი მონტანა.14 წლის ჯო ჯენეტისა და ჯერის (დიასახლისისა და გოლფის პროფესიონალი მოთამაშის) ერთადერთი შვილია. მათთან ახლოს, კანადის საზღვართან ტყეში უმართავი ხანძარი მძვინვარებს. ჯერი, რომელიც სამსახურს კარგავს, და მასთან ერთად, ცხოვრების მიზანსაც, გადაწყვეტს ხანძართან მებრძოლთა არმიას შეუერთდეს, ცოლს და შვილს კი თავიანთი თავის ანაბარად ტოვებს
სიცოცხლე
Life
სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი საერთაშორისო კოსმოსური ხომალდის ასტრონავტთა გუნდზე, რომლებსაც მარსიდან მოაქვთა საიდუმლო ნიმუში. ფილმის ერთერთი გმირი ნიმუსში ცოცხალი არსების ნიშნებს აღმოაჩენს – ბევრად უფრო ჭკვიანს და საშიშს, ვიდრე მათ შეეძლოთ წარმოედგინათ…
ღამის ცხოველები
Nocturnal Animals
სუზანს იდეალური ცხვორება აქვს ლოს -ანჟელესში. მას ყავს ქმარი და საკუთარი გალერეა. ერთ დღს იგი ყოფილი ქმრისაგან ამანათს იღებს. წერლში ყოფილი მქარი შეხვედრას სთხოვს, იქამდე კი სთხოვს წაიკითხოს მისი ახალი რომანი. სუზანს არ უფუქრია , რომ ამ რომანის გადაშლის მომენტიდან იგი წარსულში დაბრუნდებოდა, რომელიც ეგონა რომ დიდი ხნის მივიწყებული ქონდა
ევერესტი
Everest
ფილმი მოგვითხრობს ევერესტზე მომხდარ რეალური მოვლენების შესახებ, მთასვლელების ჯგუფსის სახიფათო თავგადასავალს.
სტრინგერი
Nightcrawler
ახალგაზრდა კაცი აწყდება სირთულეებს, როცა შტატგარეშე კრიმინალურ ჟურნალისტად მუშაობას იწყებს ლოს-ანჯელესში.
პატრული
End of Watch
ფილმი გვანახებს მოვლენებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ცხოვრებიდან. ისნი დადიან ყოველდღე სამსახურში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას ისე როგორც შეუძლიათ. ჩვენ ვნახავთ რამდენად დაძაბულია მათი ყოველდღიური ცხოვრება, როგორ იცვლება მათი პიროვნება მოცემული საქმის გამო და რამხელა რისკის ქვეშ არიან ისინი ყოველდღიურად.
საწყისი კოდი
Source Code
დამსახურებული ჯარისკაცი კაპიტანი კოლტერ სტივენსი იღვძებს უცნობი ადამიანის სხეულში და აღმოაჩენს, რომ მან ჩიკაგოს მატარებელის დამნაღმველი უნდა იპოვნოს. ამ სრულიად საიდუმლო ექსპერიმენტალური პროგრამის ფარგლებში ის უნდა გადავიდეს სხვა ადამიანის სხეულში და მისი სიცოცხლის ბოლო რვა წუთი გაიაროს...
სიყვარული და სხვა წამლები
Love & Other Drugs
**„სიყვარული და სხვა წამლები“ (Love & Other Drugs, 2010)** არის რომანტიკული დრამა, რომელიც მოგვითხრობს ჯეიმი რენდალზე, ქარიზმატულ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელზე, რომელიც ახალი წამლების გაყიდვით არის დაკავებული, და მეგი მერდოკზე, თავისუფლების მოყვარულ ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც პარკინსონის დაავადება აწუხებს. მათი ურთიერთობა სექსუალური მოზიდვით იწყება, მაგრამ ნელ-ნელა ღრმა და ემოციური კავშირი ყალიბდება, რაც უფრო მეტად ართულებს მათ ცხოვრებას. ფილმი სვამს კითხვებს სიყვარულის, ავადმყოფობისა და პირადი ურთიერთობების შესახებ, და გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ორი განსხვავებული ადამიანი მოულოდნელად ცხოვრების ყველაზე რთულ გზაზე ერთმანეთს შეხვდეს. „სიყვარული და სხვა წამლები“ არის ნაზი და ამაღელვებელი ისტორია სიყვარულის და ცხოვრების სირთულეების შესახებ.
ზოდიაქო
Zodiac
ფილმი დაფუძნებულია ჩადენილი დანაშაულის რეალურ მასალებზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი, გაუხსნელი საქმეა ამერიკაში. \"ზოდიაქო\" არის ამბავი სერიულ მკვლელზე, რომელიც სან ფრანცისკოს სანაპირო ზოლს ატერორებდა და შიფრებით და წერილებით პოლიციას თავგზას უბნევდა. ამ საქმის გამო ოთხი პოლიციელი შეპყრობილი ხდება, მათი ცხოვრება და კარიერა ვითარდება და ინგრევა დაუსრულებელი მინიშნებების ფონზე...
დღე ხვალის შემდეგ | The Day After Tomorrow
გლობალური დათბობა მრავალი წლის შემდეგაც არ შესუსტებულა. სათბურის ეფექტმა მსოფლიოში ქაოსი გამოიწვია. კატასტროფული ქარიშხლები, ტორნადოები, ცუნამები, წყალდიდობები ყველაზე საშიშ, მომავალ გამყინვარების პერიოდს მოასწავებს. პალეოკლიმატოლოგი ჯეკ ჰოლი მსოფლიოს გადარჩენას ცდილობს და ამასთანავე თავისი შვილის სემის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. სემი ნიუ -იორკში იმყოფებოდა, როდესაც ქალაქი დიდმა გამყინვარებამ მოიცვა..
დონი დარკო | Donnie Darko
უცნაური შემთხვევის შემდეგ, პრობლემატურ მოზარდს ხილვები აქვს. მას ეჩვენება დიდი კურდღელი, რომელიც მართავს მას და სხვადასხვა დანაშაულისკენ უბიძგებს...