ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
შეუსრულებელი მისია: უკანასკნელი ანგარიშსწორება
Mission: Impossible - The Final Reckoning
ითან ჰანტი და IMF-ის გუნდი აგრძელებენ საშიში ხელოვნური ინტელექტის ძიებას, რომელმაც მთელი მსოფლიოს სადაზვერვო ქსელებში შეაღწია, მსოფლიოს მთავრობებისა და ითანის წარსულიდან მომდინარე იდუმალი მოჩვენების კვალდაკვალ. ახალი მოკავშირეების თანხლებით ჰანტი დროსთან რბოლაშია, რათა თავიდან აიცილოს ჩვენთვის ცნობილი სამყაროს სამუდამოდ შეცვლა.
აგენტი კარტერი
agenti karteri / Agent Carter
სერიალი მოგვიყვება პეგი კარტერის ისტორიას, რომელიც 1946 წელს ტრაგიკულად დაკარგავს ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს - კაპიტან სტივ როჯერს, ასევე ცნობილს როგორც კაპიტანი ამერიკა. ამის შემდეგ პეგი იწყებს მუშაობას საიდუმლო სამთავრობო ორგანიზაციაზე დასახელებით CNR (სტრატეგიული სამეცნიერო რეზერვი) და იძულებულია ნახოს ბალანსი ადმინისტრატიული მუშაობის და ჰოვარდ სტარკის საიდუმლო მისიების შორის.
ჯიმი ჰენდრიქსი
Jimi: All Is by My Side
1966 წელს შავკანიანი მუსიკოსი ჯიმი ჰენდრიქსი და მისი ჯგუფი ჩამოდიან ნიუ-იორკში, სადაც ერთერთ კლუბში უკრავენ. მათმა მუსიკამ მაშინვე დაიპყრო მსმენელის გულები. ამასთან ლინდა კიტი, რომელიც იყო ლეგენდარული ჯგუფის წევრის როლინგ სტოუნის მეგობარი, ეხმარებოდა ჯიმის გამხდარიყო არაფრისგან მსოფლიო მაშტაბის ვარსკვლავი. ჯიმიც არ უშვებს შანს ხელიდან
სუინი
The Sweeney
ინგლისის პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს დანაშაული დაუსჯელად არდატოვოს. მაგრამ დეტექტივი ჯეკ რეგინი იგივეს გაკეთებას საკუთარი მეთოდებით ცდილობს: უკანონო, არალეგალური, მკაცრი მეთოდებით.
კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი
Captain America: The First Avenger
მეორე მსოფლიო ომის მოსაგებად ამერიკელები ბრუკლინელ, ფიზიკურად სუსტ სტივ როჯერსს სუპერ-ჯარისკაც \"კაპიტან ამერიკად\" გადააქცევენ. როჯერმა ადოლფ ჰიტლერის იარაღების მმართველი, სასტიკი \"წითელი ჩონჩხი\" უნდა შეაჩეროს. იგი ორგანიზაციის ლიდერია, რომელიც უდიდეს საიდუმლო ძალას ფლობს, რისი მეშვეობითაც მსოფლიოს დაპყრობაა შესაძლებელი
პატიმარი
The Prisoner
ადამიანი, რომელსაც ყველა \"მეექვსეს\" უწოდებს, აღმოჩნდება \"სოფელში\" და მას არ ახსოვს როგორ მოხვდა იქ. ამ საიდუმლოებით მოცულ დასახლებაში ყველას ნომრები აქვთ სახელების ნაცვლად, მათ არაფერი არ ახსოვთ მათი წარსულის შესახებ. მათ მუდმივად უთვალთვალებენ. \"მეექვსე\" ცდილობს გაიგოს მიზეზი, რის გამოც იგი \"სოფელში\" მოხვდა და რაც მთავარია იპოვოს რაიმე ხეხი, რითაც თავს დააღწევს ამ ადგილს
დედამიწის ბურჯები
dedamiwis burjebi / The Pillars of the Earth
ეს ყველაფერი მოხდა ინგლისში XII საუკუნეში. ეს დრო იყო საკმაოდ რთული და ბუნდოვანი, როდესაც მოსახლეობაში დომინირებდა სასტიკი მანერები. ვერავინ ხედავდა საზღვრებს სიკეთესა და ბოროტებას შორის, ყველას შეეძლო მიეღო არასწორი გადაწყვეტილება მაშინაც კი როცა საქმე ეხებოდა სამეფოს ბედს. იყო განუწყვეტელი ბრძოლა ტახტისთვის. ეს მინი სერიალი ეფუძვნება რომანს რომელის ავტორიცაა კენ ფოლეტი