ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ყველა ამბობს, რომ მე შენ მიყვარხარ
Everyone Says I Love You
რეჟისორი ვუდი ალენი შეეცადა ვარსკვლავები შეეკრიბა და ძალები კლასიკური ამერიკული მუზიკის ჟანრში მოესინჯა. რომანტიკული კომედია სიყვარულზე და ურთიერთობებზე, რომლის სიუჟეტიც ნიუ-იორკში ვენეციასა და პარიზში ვითარდება.
ბორტს მიღმა
Overboard
ჯოანა სტეიტონი ძალაუფლების მოყვარე, კაპრიზული და საშინელი ხასიათის ქალია. ის იახტის მფლობელის ცოლია. ისინი გაჩერდებიან პატარა ქალაქში იახტის შესაკეთებლად. ამ დროს ჯოანა დაიქირავებს დურგალს ფეხსაცმელების კარადის გასაკეთებლად. მაგრამ გაკეთებული სამუშაოსთვის დინს ფულს არ გადაუხდიან, ჯოანა ხომ არასოდეს არაფრითაა კმაყოფილი. ამ ჯერად მისი კაპრიზები იმით მთავრდება, რომ ის იახტიდან გადავარდება და მეხსიერებას დაკარგავს. დინი კი ამ დროს შურისძიების გეგმას განახორციელებს: ის ჯოანას თავისთან წაიყვანს და მას თავისი ოთხი მოუსვენარი ბავშვის დედად და თავის ცოლად გამოაცხადებს.