ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ცელქი ბავშვები 2: ოპერაცია მონერიბუსი
Celqi Bavshvebi 2: Operacia Moneribusi
მსოფლიოში ყველაზე მოსუვენარი და ძმა კვლავ ბრუნდება. ამჯერად მათ მოუწევთ უცხოპანეტელთან შეხვედრადა მისი დახმარება არც მეტი, არც ნაკლები იმათთან ერთად, ვინც წინათ მათი მთავარი მტერი იყო და ბაბუამისი გაიტაცა. ფილმის ნახვა შეგიძლიათ საქართელოს კინოთეატრებში
ახალწელს დაკარგულები
Axal Wels Dakargulebi
ასე ჰქვია ახალ საახალწლო ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ნინი ბადურაშვილი, მიშა მესხი, ირაკლი ფირცხალავა, აჩიკო მეფარიძე, ანრი ჯოხაძე, შორენა ბეგაშვილი, მარგო ლუჩკო, გიორგი ყიფშიძე ასრულებენ. ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე ჯგუფმა \"მგზავრებმა\" იზრუნა, რომელმაც ახალი მელოდიური კომპოზიცია გამოუშვა ფილმის პრემიერისთვის
ცელქი ბავშვები: ოპერაცია ახალი წელი
მსოფლიოში ყველაზე მოუსვენარი და ცელქი და და ძმა მშობლებთან ერთად საახალწლო მოგზაურობაში წასვლას აპირებენ, თუმცა ტურისტულ სააგენტოში მოწყობილი მორიგი აურზაურის გამო მათ მშობლები დასჯიან და საახალწლო მოგზაურობის მაგივრად არქეოლოგ ბაბუასთან ახალი წლის გასატარებლად დატოვებენ
ქუჩის დღეები
Street Days
ფილმის მთავარი გმირი, 45 წლის თბილისელი ნარკომანი, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას. კორუმპირებული პოლიციელები მისგან მეგობრის შვილის, 16 წლის ბიჭის ჩაშვებას ითხოვენ. თუ იგი დათანხმდება, პოლიციელები მას წამლით და ფულით დაასაჩუქრებენ. თუ უარს ეტყვის, მას 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით მისი ცხოვრება პრაქტიკულად დასრულდება
ცხელი ძაღლი | Hot dogg
ორი დეტექტივი ბიძინა თაბაგარი და ლექსო ნიჟარაძე ცდილობენ გამოიძიონ მკვლელობის საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია გავლენიან ბიზნესმენებთან, პოლიტიკოსებთან და ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლებთან.
გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა
A Trip to Karabakh 2
ყარაბაღში გასეირნება მოგზაურობით გრძელდება. გოგლიკო (მიშა მესხი) და სპარტაკა (ზურა ინგოროყვა) ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გმირი განსხვავებული მიზნებითა და პრობლემებით კონფლიქტის ზონამ გააერთიანა. ერთს წაგებული ფული ადარდებას, მეორეს აფხაზეთის ომში ჭურვები აქვს ჩასატანი, მათ ერთმანეთის დახმარება სჭირდებათ. თბილისელ უსაქმურსა და სოხუმელ სნაიპერს ქუჩური და სახელმწიფო მნიშვნელობის კონფლიქტების მოგვარება საერთო ძალებით უწევთ. არეულ დროში ომსა და მშვიდობას შორის საზღვარი იკრგება, არავინ იცის სიყავრულის ახსნა სად და ვისთვის მოგიწევს და ვისი ტყვია სად დაგეწევა