ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ჯორჯიას წესები
Georgia Rule
გათამამებულ ქალაქელ გოგონას ზაფხულში მკაცრ ბებიასთან აიდახოს შტატში აგზავნიან. კალიფორნიიდან პროვინციაში მოხვედრილი თანამედროვე ქალიშვილი არ აპირებს მოწყენილად იჯდეს და მალე მთელ ქალაქს ყურებზე დააყენებს. ბებიასთან უხეშობს, ფლირტი პროვინციელ ბიჭუნასთან, ვიზიტები ადგილობრივ მომხიბვლელ ექიმთან და არანაირი კომპლექსი. ასეთი გამომწვევი მოქცევის მიზეზი მძიმე ბავშვობის დროს მიღებული ტრავმაა. გოგონა მოულოდნელად გამოტყდება, რომ 12 წლის ასაკიდან მას მამინაცვალი აპატიურებდა. მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის დაზუსტებით, სიმართლეა ეს თუ მხოლოდ მორიგი სასტიკი ტყუილი.
პრინცესას დღიურები
The Princess Diaries 2: Royal Engagement
ჟენოვიის პრინცესას, ბედნიერების გზაზე ახალი გამოცდა ელის. ის მალე დედოფალი გახდება. ამისათვის გამოცდა უნდა ჩააბაროს სახელმწიფოს მართვაში.
ბორტს მიღმა
Overboard
ჯოანა სტეიტონი ძალაუფლების მოყვარე, კაპრიზული და საშინელი ხასიათის ქალია. ის იახტის მფლობელის ცოლია. ისინი გაჩერდებიან პატარა ქალაქში იახტის შესაკეთებლად. ამ დროს ჯოანა დაიქირავებს დურგალს ფეხსაცმელების კარადის გასაკეთებლად. მაგრამ გაკეთებული სამუშაოსთვის დინს ფულს არ გადაუხდიან, ჯოანა ხომ არასოდეს არაფრითაა კმაყოფილი. ამ ჯერად მისი კაპრიზები იმით მთავრდება, რომ ის იახტიდან გადავარდება და მეხსიერებას დაკარგავს. დინი კი ამ დროს შურისძიების გეგმას განახორციელებს: ის ჯოანას თავისთან წაიყვანს და მას თავისი ოთხი მოუსვენარი ბავშვის დედად და თავის ცოლად გამოაცხადებს.