ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ამერიკელი
The American
მისია, რომელიც დაქირავებულმა მკვლელმა ჯეკმა შვედეთში უნდა განახორციელოს კრახით დამთავრდება,ამიტომ ის თავის დამქირავებელს-ლარის შეატყობინებს, რომ შემდეგი დავალება მისთვის ბოლო იქნება და იტალიის ერთერთ სოფელს შეაფარებს თავს. უკანასკნელი დავალების მოლოდინში ის ადგილობრივ მღვდელს დაუმეგობრდება და კლარასთან რომანს წამოიწყებს, მაგრამ სამალავიდან გამოსვლა შესაძლოა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
ადამიანები, რომლებიც თხებს შეჰყურებდნენ
The Men Who Stare at Goats
სპეცრაზმის ოფიცერი ლინ კესიდი, საიდუმლო დავალებას ასრულებს. გაზეთის რეპორტიორი ბობ უილტონი ლინს კვალდაკვალ მიჰყვება და ცდილობს გაიგოს თუ რა მისია დააკისრეს მას.
ჰაერში
Up in the Air
ჯორჯ კლუნი თამაშობს რაიან ბინგემს, მშრალ და ცინიკურ პერსონაჟს, რომელიც შემცირებებზე სპეციალიზირებული თანამშრომელია. რაიანი ჩემოდნით ხელში მოგზაურობს აქეთიქით, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ყოველდღიურად შეამციროს არასასურველი კადრები. მაშინ როდესაც რაიანი ახლოს არის მისი ცხოვრების მიზანთან - გადაფრენილი ჰქონდეს ათი მილიონი მილი, მას გარკვეული ცვლილებები ეღობება გზაზე.
ოუშენის ცამეტი მეგობარი
Ocean\'s Thirteen
დენი ოუშენის თაღლითების გუნდი დაბრუნდა და პირადი ანგარიშსწორების გეგმის შემუშავებას იწყებს. როცა კაზინოს ულმობელი მეპატრონე უილი ბენკი რუბენ ტიშკოფს გადაეყრება, რაც მისი გულის შეტევით დამთავრდება, დენი ოუშენი დაიფიცებს, რომ თვითონ და მისი გუნდი შურს იძიებს და ყველაფერს უკან დაიბრუნებს. თუნდაც ამ საქმისთვის თავისი პირადი მტერის, ტერი ბენედიქტის დაქირავება დასჭირდეს.
მარტის იდეები
The Ides of March
პრეზიდენტობის კანდიდატს საარჩევნო კამპანიის დროს ბინძური პოლიტიკური კურსი აქვს აღებული, რაც მისი ახალბედა თანამშრომლის იდეალისტურ წარმოდგენებს ამსხვრევს. ფილმი გადაღებულია ბო უილიმონის პიესის მიხედვით..