ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე
Pirates of the Caribbean: On Stranger Tides
ამჯერად კაპიტანი ჯეკ \"ბეღურა\" ძველ ნაცნობ ქალბატონს ხვდება და არკვევს ეს ნამდვილი სიყვარულია თუ სასტიკ აფერისტთან აქვს საქმე, რომელიც მას იყენებს უკვდავების წყაროს მოსაძებნად. იგი აიძულებს \"ბეღურას\" გაემგზავროს გემით სახელად ”დედოფალი ანას შურისძიება”, რომელსაც საშინელი ბოროტმოქმედი ”შავწვერa” მართავს. კაპიტანმა ჯეკმა აღარ იცის ვისი უფრო ეშინოდეს, საშინელი ბოროტმოქმედის, თუ მისი ძველი მეგობრის.
მეფის სიტყვა
The King\'s Speech
ფილმი ჯორჯ VI-ზე, ელისაბედ II-ის მამაზე მოგვითხრობს. მას შემდეგ რაც მისმა ძმამ უარი განაცხადა ტახტზე, მეფე ჯორჯი VI ხდება. მას ერთი პრობლემა აქვს: ენა ეჩლიფება და ამიტომ იგი მიდის სამკურნალოდ ლოგოპედთან. ბევრი მეცადინეობის შემდეგ მეფეს ჩვეულებრივი ხმა აქვს და ახლა მას ინგლისელები ბრძოლის ველზე მიჰყავს.
კარიბის ზღვის მეკობრეები: სამყაროს დასალიერში
Pirates of the Caribbean: At World\'s End
როდესაც კაპიტანი ბარბოსსა ყველას დიდი ხნის მკვდარი ჰგონია, იგი ბრუნდება და უილ ტერნერთან და ელიზაბეთ სვონთან ერთად სამყაროს დასალიერისკენ მიემართება. ხოლო რაც შეეხება ჯეკ \"ბეღურას\", ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს..
კარიბის ზღვის მეკობრეები: მიცვალებულის სკივრი
Pirates of the Caribbean: Dead Man\'s Chest
ბედს მინდობილი კაპიტანი \"ბეღურას\", ახალგაზრდა უილ ტერნერის და ჭკვიანი, ულამაზესი ელიზაბეტ სვონის საზღვაო თავგადასავლები გრძელდება. ამჯერად ჯეკი ცდილობს გაექცეს მარადიულ წყევლას.
ნემოს ძიებაში
Finding Nemo
ულამაზესი ტროპიკული ზღვის ბინადარმა თევზმა, მერლინმა ერადერთი ვაჟი, ნემო დაკარგა. საბედნიეროდ შვილის ძიებაში მას ერთგული მეგობრები ეხმარებიან..
კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა
Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl
როცა პორტ როიალის გუბერნატორის ქალიშვილს გაიტაცებენ, მეკობრე - ჯეკ ბეღურა გადაწყვეტს გოგონას შეყვარებულს მის დაბრუნებაში დაეხმაროს, მაგრამ მათი საზღვაო მოგზაურობა რთული და თავგადასავლებით აღსავსე აღმოჩნდება.
მკერავი პანამიდან
The Tailor of Panama
ბრიტანეთის დაზვერვის საიდუმლო აგენტი პანამის არხის გარშემო წარმოქმნილი პოლიტიკური ინტრიგის ცენტრში აღმოჩნდა. მისი მოკავშირეა ადგილობრივი ელიტარული მკერავი, რომლის კლიენტებიც ფასდაუდებელი ინფორმაციის მფლობელები არიან.
შეყვარებული შექსპირი
Shakespeare in Love
1594 წელი. ახალგაზრდა დრამატურგი უილიამ შექსპირი კრიზისში იმყოფება: მუზამ ის მიატოვა, ფული აღარ აქვს, თეატრის მეპატრონე ავტორისგან პიესას ითხოვს უმოკლეს დროში. თითქოს, მწერალს არანაირი შანსი არ რჩება ახალი შთაგონებისთვის, სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში გამოჩნდება თვით სიყვარული მომხიბვლელი არისტოკრატი გოგონას ვიოლას სახით.