ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ტულსას მეფე | Tulsa King
დვაიტ \"გენერალი\" მანფრედი, ნიუ-იორკის მაფიის ყოფილი ბოსი, 25 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდება და აღმოჩნდება სრულიად უცნობ ადგილას – ტულსაში, ოკლაჰომაში. მისდა გასაკვირად, ოჯახისგან, რომელსაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა, დავალებას მიიღებს ახალი დანაშაულებრივი იმპერიის შექმნისთვის ტულსაში. დვაიტი ხვდება, რომ აქ სხვა წესები და განსხვავებული ადამიანები არიან, მაგრამ მისთვის დამახასიათებელი სიბრძნე და გამოცდილება საშუალებას აძლევს, ააწყოს საკუთარი დანაშაულებრივი ქსელი. ტულსაში, როგორც ახალი „მეფე“, ის აგრძელებს ბრძოლას ძალაუფლებისთვის, სადაც სიძლიერესა და სანდოობას შორის ბალანსის პოვნა მისი გადარჩენისა და წარმატების გასაღებია.
სამმაგი საზღვარი
sammagi sazgvari / Triple Frontier
ხუთი ყოფილი სპეცრაზმელი სამხრეთ ამერიკის ნაკლებად დასახლებულ ზონაში სარისკო ძარცვას დაგეგმავენ. სპეცრაზმელები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ რეგიონის კრიმინალისგან გაწმენდას, მაგრამ უშედეგოდ. გმირები დაიღალნენ, თუ როგორ ამაოდ იღუპებიან მათი კოლეგები, და ამიტომ ადგილობრივი ნარკობარონის გაძარცვას გადაწყვეტენ .
ოცნების ქვეყანა
Dreamland
მონადირე მოზარდის თავგადასავლები, მოულოდნელად სულ სხვა მიმართულებით ვითარდება
ტრონი: მემკვიდრეობა
TRON: Legacy
სემ ფლინი, ტექნიკაში საკმაოდ გარკვეული კევინ ფლინის ვაჟი, მამამისის გაუჩინარებას იძიებს და სასტიკი პროგრამებისა და გლადიატორული თამაშების შუაგულში ამოყოფს თავს. სამყაროში, სადაც მამამისი 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მამა და შვილი სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე, კიბერ სამყაროში მოგზაურობენ.
მადბაუნდი
Mudbound
**„მადბაუნდი“ (Mudbound, 2017)** არის ისტორიული დრამა, რომელიც მოგვითხრობს ორი ოჯახის, ერთი თეთრკანიანისა და ერთი შავკანიანის, ამბავს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მტკივნეულად ეჯახებიან სიღარიბესა და რასობრივ დაყოფას მისისიპის სოფლის ღრმა სამხრეთში. ფილმში ყურადღება გამახვილებულია ომიდან დაბრუნებული ორი ვეტერანის, რონსელ ჯექსონისა და ჯეიმი მაკალანის, ურთიერთობაზე, რომელთაც ომის გამოცდილება აკავშირებს, თუმცა მათ გარშემო არსებული საზოგადოება რასობრივი დაძაბულობის და ძალადობის გარემოა. „მადბაუნდი“ ეხება ძალადობის, უსამართლობის, მეგობრობისა და კლასობრივი დაყოფის თემებს, რაც მას ძლიერი და ემოციურად დატვირთული ისტორიული დრამის სახეს აძლევს.
ბილი ლინის გრძელი გასეირნება ნახევარტაიმებს შორის
Billy Lynn\'s Long Halftime Walk
ფილმი მოგვითხრობს 19 წლის ბილი ლინსა და მის მეგობრებზე, რომლებიც ერაყის ომში იბრძვიან
პენი | Pan
ობოლი ბიჭის ისტორია, რომელიც მაგიურ ნევერლენდში მოხვდა. ფილმში მოთხრობილია ცნობილი პიტერ პენის შესახებ, მანამდე სანამ ის სწორედ ის ბიჭი გახდებოდა, რომელსაც ჩვენ ზღაპრიდან ვიცნობთ..
ძილისპირული
dzilispiruli / Lullaby
მძიმე მწეველი, უსაქმური ჯონათან ლაუენშტეინი ცხოვრობს ლოს-ანჯელესში, მისი მდიდარი ოჯახისგან შორს, რომელიც ცხოვრობს ნიუ-იორკში. ერთ დღეს იგი მიიღებს წერილს, სადაც იუწყებიან, რომ მისი მამა, რომელიც 10 წლის განმავლობაში ებრძოდა კიბოს, კვდება და მას დარჩა სიცოცხლის 36 საათი..
ლუინ დევისის შინაგანი მხარე
Inside Llewyn Davis
ლუინ დევისი დაბნეულია. იგი ოცნებობს გახდეს მუსიკოსი. მას გარს ახვევია ცნობილი სახეები, როგორებიც არიან მისი მეგობარი ჟან ბერკლი და მისი ძმა ჯიმი, ასევე მუსიკალური პროდიუსერები და ცინიკური კოლეგები. შეუძლებელია გაუძლო ზეწოლას ყოველი მხრიდან, იგი იძულებულია წავიდეს სამოგზაუროდ.
გზაზე
gzaze / On the Road
დინი და სალი ბითნიკების კლასიკური წარმომადგენლები არიან. გამოცდილების მისაღებად და ცხოვრების არსის საპოვნელად მეგობრები მთელს ამერიკას მოივლიან მანქანით
ერაგონი
Eragon
მოქმედება ვითარდება ჯადოსნურ ქვეყანაში ალაგეზიაში, რომელიშიც ელფები, ჯუჯები და სხვა ზღაპრული პერსონაჟები ცხოვრობენ. ფილმის მთავარი გმირი - 17-წლის სოფლელი ბიჭია სახელად ერაგონი, ის უკანასკნელი გვარის წარმომადგენელია, როდესღაც ძლევამოსილი დრაკონების მხედდრებიდან. ერთხელ ერაგონი იპოვის დრაკონის კვერცხს. ერაგონს ბედზე უწერია დრაკონი - საფვირას გაზრდა და მოვლა; დიდ ომში მონაწილეობის მიღება; ელფების ქალაქის ელესმერას ძიებაში უნახავ მიწებზე გავლა, რომლებიც ავსებულები არიან საფრთხით და სილამაზით; შეებრძოლება ჯადოქრებთან და ურჩხულებთან; ჩასვლა მთის შუა გულში ჯუჯების სამეფოში, იმისათვის რომ გახდეს პირველი თავისუფალი მებრძოლი, რომელიც არაა დამოკიდებული არც მხედართა მეფეზე, არც ვარდენების წინამძღოლზე
ოთხი ძმა
Four Brothers
ისინი ოთხნი არიან, ძმები, მაგრამ საერთოდ არ გვანან ერთმანეთს. ბავშვობაში ისინი ერთმა ქალმა აიყვანა და გაზარდა. ახლა ეს ქალი მკვდარია, ძმები კი, მის მკვლელს ეძებენ სამაგიეროს გადასახდელად.
პარასკევი ღამის ნათება | Friday Night Lights
ფეხბურთის მწვრთნელი გარი გეინსი ტეხასის პატარა ქალაქ ოდესიდან გუნდს ქვეყნის ჩემპიონატზე გაიყვანს. დიდებამდე გასავლელი გზა რასისტული და ეკონომიკური დაბრკოლებებით არის სავსე, ამიტომ მწვრთნელი უნდა დაეხმაროს გუნდს ამ ლაბირინთში გასასვლელად და მოგების მოსაპოვებლად.