ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
მხუთავი ილეთი | Boga Boga (Chokehold)
ფილმი მოგვითხრობს სტამბოლში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილის, იალნის და ბეიზის შესახებ, რომლებიც სკანდალის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვეტენ ყველაფერი ახლიდან დაიწყონ და გადადიან ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქში. მაგრამ ქალაქის მოსახლეობა პირველივე დღიდან მტრულად განწყობილი ხდება იალნის მიმართ. მალე ამ რეაქციების სიმძიმე სწრაფად იზრდება და ერთ დღეს ახალგაზრდა მამაკაცი თავს ესხმის ილინს. ამ თავდასხმით მთავარი გმირის ნამდვილი ვინაობა გახდება ცნობილი, და ფარული კონფლიქტი მასსა და ქალაქის მცხოვრებლებს შორის დაიწყება.
უკანასკნელი ზაფხული
Son Yaz
სელიმ ქარა პროკურორია. ის ძალიან პატიოსანი და სამართლიანი კაცია. ერთხელ, სელიმი ახალგაზრდა კაცს შეხვდა, რომელიც კარგად იცნობდა დანაშაულებრივ სამყაროს. ამ ბიჭს აქგუნი ჰქვია. ის არც ცუდია და არც კარგი, არამედ ჩვეულებრივია, თუმცა ძალიან დაუცველი. გარემოებათა გამო, პროკურორი იძულებული გახდა ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი ოჯახისთვის გაეცნო. მან პირობა დადო, რომ ბიჭს დაიცვდა, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს - მისი ოჯახის ბედისწერა იდგა.
დედოფლის სევდა
dedoflis sevda / Gecenin Kraliçesi
დედოფლის სევდა - სელინს ორი მამაკაცი შეუყვარდეა. მას მამა - თურქი ჰყავს, დედა კი - ფრანგი. სელინს ნიცაში პარფიუმერიის პატარა მაღაზია აქვს გახსნილი