ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
დიუნი: ნაწილი მეორე | Dune: Part Two
ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული 2021 წლის ეპიკური სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის “დიუნი“ სიქველი, რომელშიც მოვლენები ვითარდება შორეულ მომავალში სასიკვდილო და არამასპინძლურ უდაბნო-პლანეტა არაკისზე და მოგვითხრობს კეთილშობილური ატრეიდების ოჯახიდან ახალგაზრდა ჰერცოგის, პოლ ატრეიდესის (ტიმოთე შალამე) მითიური მოგზაურობის შესახებ, როდესაც ის უერთდება ჩანის და ფრემენებს ომის გზაზე, რათა შური იძიოს შეთქმულებზე, რომლებმაც გაანადგურეს მისი ოჯახი. ახლა თავის სიყვარულსა და სამყაროს ბედს შორის არჩევანს წინაშე აღმოჩენილი, მთავარი გმირი ცდილობს თავიდან აიცილოს საშინელი მომავალი, რომლის განჭვრეტა მხოლოდ მას შეუძლია.
არ იდარდო, ძვირფასო
Don\'t Worry Darling
1950-იანი წლების დიასახლისი, რომელიც მეუღლესთან ერთად უტოპიურ ექსპერიმენტულ საზოგადოებაში ცხოვრობს, ნერვიულობს, რომ მის გლამურულ სამეგობროს, შესაძლოა, შემაშფოთებელი საიდუმლოებები ჰქონდეს...
ბრძოლა ჩემს ოჯახთან
Fighting with My Family
პეიჯი და მისი ძმა ზაკი, რომლებიც მოჭიდავეთა ოჯახში დაიბადნენ, ძალიან ეგზალიტირებულნი არიან: ცხოვრებაში რომ ერთხელ ეძლევა ადამიანს, ისეთი შანსი მიეცემათ - მონაწილეობა მიიღონ პროფესიული ჭიდაობისათვის შესარჩევ საკონკურსო პროგრამაში. მაგრამ როდესაც პეიჯს საწვრთნელ პროგრამაში აიყვანენ, მოუწევს თავის საყვარელი ადამიანებისგან მოშორებულს, მარტომ გაუსწოროს თვალი ამ ახალ სასტიკ სამყაროს. ეს გამოცდილება აიძულებს ყველა რესურსი გამოიყენოს და საბოლოოდ დაამტკიცოს, რომ რაც მას გამოარჩევს სწორედ ისაა, რაც ვარსკვლავად აქცევს
მიდსომარი
Midsommar
დრამატული ჰორორი ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც შვედეთში გამგაზავრებას გადაწყვეტენ მეგობრებთან ერთად. ისინი დასვენებას და იზოლირებულ სოფელში მცხოვრები მათი ძველი მეგობარის მონახულებას აპირებენ, სადაც ლეგენდარული “მიდსომარის” ფესტივალი უნდა გაიმართოს – ზაფხულის ბუნიობასთან დაკავშირებული უჩვეულო ტრადიცია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაობლებულ ახალგაზრდა მთავარ გმირში შფოთვის და შიშის გრძნობას გამოიწვევს, რადგან მალე ცხადი გახდება, რომ ფესტივალი სინამდვილეში ადგილობრივი წარმართული ოკულტიზმის თავშესაფარია, რომელსაც უღმრთო კულტი სწრაფადვე სულ უფრო სასტიკ და სისხლიან რიტუალად გადააქცევს. ხოლო ახალგაზრდა გმირებს სიცოცხლისთვის ჯოჯოხეთური ბრძოლა მოუწევთ
გარიყული მეფე
Outlaw King
მეფედ კურთხევის შემდეგ, ინგლისელების მიერ იძულებით გადასახლებული შოტლანდიის მეფე, ლეგენდარული მეომარი რობერტ VIII დე ბრუსი, ტახტის დასაბრულებლად იბრძვის.
მგზავრი
The Commuter
ბიზნესმენი თავისი ყოველდღიური რუტინიდან უცაბედად აღმოჩნდება კრიმინალურ შეთქმლებაში, რომელიც არამხოლოდ მის, არამედ გარშემომყოფი ადამიანების ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას..
მეფე ლირი
King Lear
მოხუცებული მეფე ლირი გადაწყვეტს მისი სამფლობელო სამ ქალიშვილს გაუნაწილოს, ამისათვის კი მათ მისდამი სიყვარული უნდა გამოხატონ. უმცროსი ქალიშვილი თვალთმაქცობას არ დაიწყებს და ძალაუფლების გარეშე დარჩება. უფროსი დები კი სამეფოს გაინაწილებენ