ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ძებნაში მყოფი მამაკაცი
A Most Wanted Man
„ძებნაში მყოფი მამაკაცი“ (A Most Wanted Man, 2014) არის ჯონ ლე კარეს რომანზე დაფუძნებული შპიონური თრილერი, რომელიც მოგვითხრობს ჰამბურგში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ფილმის სიუჟეტი ვითარდება ახალგაზრდა ჩეჩენი იმიგრანტის ირგვლივ, რომელიც გერმანიაში შედის და იძულებულია დაემალოს სამართალდამცავებს. როცა სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი, გვიუნტერ ბახმანი, მის წარსულს იკვლევს, ჩნდება კითხვა: ვინ არის ის – ტერორისტი თუ უდანაშაულო ადამიანი? ფილმი აჩვენებს საერთაშორისო პოლიტიკის, შპიონაჟის და მორალური დილემების სიღრმეებს, სადაც არავინ არის ისეთი, როგორც ჩანს. „ძებნაში მყოფი მამაკაცი“ არის ინტენსიური და დამაფიქრებელი ნამუშევარი, რომელიც ხაზს უსვამს თანამედროვე შპიონაჟის რთულ და არაპროგნოზირებად ბუნებას.
ოსტატი
The Master
დრამა 1950იან წლებში ქარიზმატულ ინტელექტუალ \"მბრძანებელსა\" და ახალგაზრდა მეზღვაურის ურთიერთობაზე. დემობილიზებული მეზღვაური საიდუმლო წარსულით ვერ პოულობს ადგილს ომისშემდგომ ამერიკაში. ის იცვლის სამუშაოს სამუშაოზე მანამ, სანამ არ გაიცნობს რელიგიური კულტის ქარიზმატულ შექმნელს, ცნობილ მწერალს და ფილოსოფს..
ეშმაკის თამაშები
Before the Devil Knows You\'re Dead
ორი ძმა ძვირფასეულობის მაღაზიის გაქურდვას გეგმავენ. საქმე ცუდად მიდის
შეუსრულებელი მისია 3
Mission: Impossible III
სუპერ-ჯაშუში ითან ჰანტი სამსახურიდან წამოვიდა და ახლა ახალმოსულ აგენტებს ავარჯიშებს. მაგრამ მალე მისი სამსახურში დაბრუნება საჭირო ხდება, რადგან საქმე აქვს ოუენ დავიანთან, ყველაზე საშიშ ბოროტმოქმედთან ვისაც კი აქამდე შეხვედრია. ახლა ჰანტი მის ძველ მეგობარ ლუთერ სტრიკელთან, ტრანსპორტირების ექსპერტ დეკლანთან, ოპერატიულ მუშაკ ზენთან და ახალბედა ლინდსისთან ერთიანდება.
აი, პოლიც! | Along Came Polly
რუბენ ფერერი (ბენ სტილერი) არის კაცი რომელმაც მთელი მისი ცხოვრება უსაფრთხოებას დაუთმო. დაუმორჩილებელი და თავისუფალი სულის პატრონი პოლი პრინცი(ჯენიფერ ენისტონი)კი, მხოლოდ მღელვარე მომენტებისთვის არსებობს ამ ქვეყნად. როდესაც ეს ორი ადამიანი ერთმანეთს შეხვდება რუბენის ცხოვრება თავდაყირა დგება,რადგან იგი ცდილობს მისი მდორედ მიმავალი ყოფა რადიკალურად განსხვავებული გახადოს.
ცივი მთა
civi mta / Cold Mountain
ინმანსა და ადას ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ისინი ომმა დააშორა. მძიმედ დაჭრილი ინმანი უშედეგოდ ცდილობს შინ დაბრუნებას - გზად მრავალი წინააღმდეგობაა
წითელი დრაკონი
Red Dragon
ყოფილ ფედერალურ აგენტ უილ გრეჰემს, რომელიც ერთხელ თავად ძლივს გადაურჩა სასტიკი ჰანიბალის,ეგრედწოდებული \"კანიბალის\" კლანჭებს, კვლავ უწევს მასთან ურთიერიერთობა. როგორც ირკვევა, ახლა მხოლოდ ლექტერს შეუძლია დაეხმაროს გამოძიებას ახალი სერიული მკვლელის, ფრენსის დოლარჰაიდის დაჭერაში. მაგრამ რამდენად სანდოა ასეთ ადამიანთან თანამშრომლობა?..
თითქმის ცნობილი
Almost Famous
ავტობიოგრაფიული ფილმი 15 წლის ბიჭის შესახებ, რომლელსაც დავალებული ჰქონდა თვალი ედევნებინა ცნობილი როკ-ბენდის გასტროლებისთვის იმისთვის, რომ შემდეგ როლინგ სტოუნის ჟურნალისთვის შეეგროვებინა ინფრომაციული მასალა..
მკურნალი ადამსი
Patch Adams
გაიცანით მკურნალი ადამსი – ექიმი, რომელიც სრულიად განსხვავდება თავისი კოლეგებისგან. ადამსმა თანამედროვე მედიცინაში არაჩვეულებრივი აღმოჩენა გააკეთა.თურმე, ყველანაირი ავადმყოფობისგან საუკეთესი წამალი სიცილია. და ექიმი ადამსი მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ თვისი პაციენტები გააცინოს, თუმცა, როგორც ამ შესანიშნავი სურათის მაყურებლებიც!
გაქცევა
gaqceva / The Getaway
მძარცველი დოკ მაკკოი ციხეში ამოყოფს თავს,რადგან მისმა პარტნიორებმა უღალატეს და ის ფულიან პატიმარში გაცვალეს. დოკმა იცის,რომ ჯეკ ბენიონი რაღაც დიდს გეგმავს და თავისი ცოლის მეშვეობით შეუთვლის,რომ მზადაა დაეხმაროს,თუ ციხიდან გამოიყვანენ. დოკ მაკკოი გარეთ აღმოჩნდება,მაგრამ საუბედუროდ ,ახლა მან იმ ადამიანთან უნდა ითანამშრომლოს,ვის გამოც ციხეში აღმოჩნდა.
ქალის სურნელი
Scent of a Woman
ჩარლი სიმსი კერძო უნივერსიტეტის ღარიბი სტუდენტია. იმისათვის, რომ შობაზე სახლში, გრეშემში დასაბრუნებელი ფული იშოვნოს ჩარლი დროებით სამსახურს იწყებს, რაც პენსიაზე გასული ყოფილი ლეიტენანტის, ფრენკ სლეიდის მოვლაში მდგომარეობს.