ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
დუეტები
Duets
სამყარო სავსეა კეთილი, უცოდველი სულებით, რომლებსაც უბრალოდ ცხოვრებაში არ უმართლებთ. ექვსი ასეთი უიღბლო, სასოწარკვეთილები და მამაცები, მზად არიან გაემართნონ გრძელ და სახიფათო მოგზაურობაში, გადაიტანონ წარმოუდგენელი თავგადასავლები და საოცარი მოვლენები, რათა, გაიარონ ნახევარი სამყარო, რომ აღმოჩნდნენ კარაოკეს საოცნებო კონკურზე, და მთელი ძალისხმევის მოკრებით მოიგონ 5 ათასი დოლარი
მკვლელობისთვის ჩაცმული
Dressed to Kill
ის თავის თავს ბობის ეძახის - მაღალი ქერათმიანი ქალი მკვლელობის სურვილით. ექიმ ელიოტის ჩანაწერებით, ბობი მისი პაციენტი იყო, მაგრამ სხვა ექიმთან გადავიდა. ბასრი ბრიტვა, რომლითც ბობი მკლველობებს ჩადის, მოპარული იქნა ექიმ ელიოტის კაბინეტიდან. ბობის მორიგი მსხვერპლი ხდება კეიტი, ექიმ ელიოტის პაციენტი. ლიზი შემთხვევით ხდება ამ დანაშაულის თვითმხილველი, რომელიც მკვლელის თვალთვალის ობიექტად და პოლიციის ეჭვმიტანილად გადაიქცევა. მხოლოდ მას შეუძლია ნათელი მოფინოს მკვლელის საიდუმლოს, თუ იგი მოახერხებს გადარჩენას
რიო ბრავო
Rio Bravo
კლასიკური ძველი ვესტერნი ჯონ უეინის, დინ მარტინის და რიკი ნელსონის მონაწილეობით, რომლებიც სამეულს ქმნიან: ერთი დაჭრილი, ერთი მთვრალი და ერთიც ახალგაზრდა შეიარაღებული ბანდიტია. ადგილობრივი შერიფი მათ დახმარებას სთხოვს, რათა ხელი შეუშალონ ერთერთი \"ცუდი ბიჭის\" ძმის ციხიდან გაქცევას. ეს ფილმი მათთვისაც არის, ვისაც ვესტერნები საერთოდ არ უყვარს.