ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
სკეპტიკოსი
skeptikosi / The Skeptic
დეიდის საიდუმლოებით მოცული სიკვდილის შემდეგ, ბრაიან ბეკეტი შეტყობინებას მიიღებს, რომ მის სახლს ხშირად უცნობი ძალა სტუმრობს. უამრავი მოსაზრება გაჩნდება, თუმცა დეიდის სიკვდილს ბრაიანი მაინც ვერ ხსნის. მალე მას უცნაური ხმები და ჰალუცინაციები ეწყება. ბრაიანი მედიცინას მიმართავს, რადგან სურს დარწმუნდეს თავის ჯანმრთელობაში, მაგრამ დახმარებას ახალგაზრდა ექსტრასენსი გაუწევს, რომელიც მოუყვება სახლში არსებული საშინელი საიდუმლოს შესახებ.
ბორტს მიღმა
Overboard
ჯოანა სტეიტონი ძალაუფლების მოყვარე, კაპრიზული და საშინელი ხასიათის ქალია. ის იახტის მფლობელის ცოლია. ისინი გაჩერდებიან პატარა ქალაქში იახტის შესაკეთებლად. ამ დროს ჯოანა დაიქირავებს დურგალს ფეხსაცმელების კარადის გასაკეთებლად. მაგრამ გაკეთებული სამუშაოსთვის დინს ფულს არ გადაუხდიან, ჯოანა ხომ არასოდეს არაფრითაა კმაყოფილი. ამ ჯერად მისი კაპრიზები იმით მთავრდება, რომ ის იახტიდან გადავარდება და მეხსიერებას დაკარგავს. დინი კი ამ დროს შურისძიების გეგმას განახორციელებს: ის ჯოანას თავისთან წაიყვანს და მას თავისი ოთხი მოუსვენარი ბავშვის დედად და თავის ცოლად გამოაცხადებს.