ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
სოციალური ქსელი
The Social Network
2003 წლის შემოდგომის ერთ საღამოს ჰარვარდის სტუდენტი, პროგრამირების გენიოსი - მარკ ცუკერბერგი ახალ იდეაზე მუშაობას იწყებს. ბლოგერობისა და პროგრამირების აურზაურში მეგობრებისათვის შექმნილი საიტი, ყველაზე პოპულარული გლობალური სოციალური ქსელი გახდა. ცუკერბერგი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად იქცა, მაგრამ მის წარმარმატებას პირადი და ლეგალური პრობლემები დაერთო..
პრეტენდენტი
The Contender
ამერიკის პრეზიდენტი ჯექსონ ივენსი, რომელიც მალე დატოვებს თეთრ სახლს, კანდიდატურად ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ქალს - ლეინ ჰენსონს აყენებს. ამ სენსაციური გადაწყვეტილებით ის მთავრობაში მძვინვარე დებატებს იწვევს. მის გადაწყვეტილებას წინააღმდეგობას უწევს კონგრესმენი შელდონ რანიონი, რომელსაც ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ყავს. ის დაუნდობელი მეთოდებით იბრძვის.