ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
გოთიკა
Gothika
საავტომობილო ავარიის შემდეგ კრიმინალისტი ფსიქოლოგი (ჰოლი ბერი) ხვდება, რომ ფსიქიური პრობლემები აქვს. მას ქმრის მკვლელობაში ადანაშაულებენ, მაგრამ თავად არაფერი ახსოვს. როდესაც იგი ცდილობს მეხსიერების აღდგენას და თანამშრომლების საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებას, შურისმაძიებელი სული მის ქმედებებს აკონტროლებს, რის შედეგადაც სხვები კიდევ უფრო რწმუნდებიან მის ბრალეულობაში.
კოსმიური ჯემი
Space Jam
შესანიშნავი მულტიპლიკაციური–სათამაშო ფილმი, გამომგონებლობის საოცრება, სადაც ერთად გამოდიან ნაციონალური კუმირი და სპორტის ვარსკვლავი მაიკალ ჯორდანი და ცნობილი ამერიკული მულტფილმების გმირი – ცნობილი ხუმარა კურდღელი ბაგზი ბანი. მაყურებლებს ფილმის გმირებთან ერთად მოუწვეთ დედამიწის და კოსმოსის შორის ფრენა, გადაადგილება კალათბურთის მოედნიდან ლეგენდარული პერსონაჟების \'შეშლილი მელოდიების\' ქვეყანაში. ამ საოცრად მდიდრულ ორ და სამზომიან მულტიპლიკაციაში ყველა ეფექტებია დაცდილი, რომლებიც მანამ არასდროს გამოუყენებია ვინმეს, მხიარულება კი არც ერთი წამით არ ჩერდება. კურდღელი ბაგზ ბანიმ მოაწყო თავისთვის და თავისი გუნდისთვის მხიარული გამოცდა, მან შესთავაზა ძალების გაზომვა პაწაწინა უცხოპლანეტელ არსებებთან. ამ გადამწყვეტი მატჩის შედეგეზე დამოკიდებულია, დარჩებიან კი მულტიგმირები აქ თუ შეავსებენ ატრაქციონებს შორეული გალაქტიკის სიღმეში.
გვერდების მბრძანებელი
The Pagemaster
ტაილერი შედის ბიბლიოთეკაში და მაგიის წყალობით საუკეთესო საბავშო წიგნების სამყაროში აღმოჩნდება. საყვარელ გმირებთან ერთად იგი მონაწილეობას ღებულობს მულტიპლიკაციურ თავგადასავლებში.