ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
სიყვარული, მერილინი
siyvaruli, merilini / Love, Marilyn
ეს დოკუმენტური ფილმი ავლენს მერილინ მონროს ახალ იმიჯს, რომელიც უცნობი იყო ფართო საზოგადოებისათვის. რეჟისორმა ლიზ გარბუსმა მერლინის ცხოვრებას კიდევ ერთი, ამჯერად დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა. ფილმი ჟურნალებზე, ლექსებსა და წერილებზე დაყრდნობით შეიქმნა.
თემპლ გრანდინი
Temple Grandin
ბიოგრაფიული ფილმი აუტისტი თემპლ გრანდინის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი გახდა სოფლის მეურნეობის სფეროში.
ბზარი
Fracture
პროკურორის თანაშემწეს არასასიამოვნო თამაშში ითრევს პიროვნება, რომელიც ეჭვმიტანილი იყო საკუთარი ცოლის მკვლელობაში, მაგრამ ბიუროკრატიული შეცდომის გამო სასჯელი თავიდან აიცილა..
ბობ რობერტსი
bob robertsi / Bob Roberts
ბობ რობერტსი არის სატირიული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ამბიციურ და ქარიზმატულ სენატორობის კანდიდატზე, ბობ რობერტსზე, რომელიც მუსიკოსიცაა. მისი კამპანია განსხვავებულია – ბობი პოპულარობას თავისი კონსერვატიული სიმღერებითა და მედიის მოტყუებით იძენს. ფილმი გვაჩვენებს, თუ როგორ იყენებს პოლიტიკოსი პოპულარულ კულტურასა და მედიის მანიპულაციებს ძალაუფლების მოსაპოვებლად. „ბობ რობერტსი“ არის სატირა პოლიტიკასა და არჩევნებზე, რომელიც ასახავს იმ სირთულეებს, რაც პოლიტიკას თან სდევს, და იმას, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს გამოიყენოს თავისი ძალაუფლება, რომ ხალხის აზროვნებასა და არჩევანზე გავლენა მოახდინოს.