ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
გაიღვიძე მიცვალებულო: დანების ამოღების იდუმალება
Wake Up Dead Man: A Knives Out Mystery
როდესაც ახალგაზრდა მღვდელი ქარიზმატული, ფიცხი მონსინიორის დასახმარებლად იგზავნება, ცხადი ხდება, რომ საეკლესიო სკამებზე ყველაფერი რიგზე არ არის. ქალაქში უეცარი და, ერთი შეხედვით, შეუძლებელი მკვლელობის შემდეგ, აშკარა ეჭვმიტანილის არარსებობა ადგილობრივი პოლიციის უფროსს, ჯერალდინ სკოტს, ცნობილ დეტექტივ ბენუა ბლანკთან ერთად ძალების გაერთიანებისკენ უბიძგებს, რათა ამოხსნან საიდუმლო, რომელიც ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება.
მინის ხახვი: დანების ამოღება 2 | Glass Onion: A Knives Out Mystery
დეტექტივი ბენუა ბლანი გაგზავნეს საბერძნეთში ახალი ეჭვმიტანილების საიდუმლოს ამოსახსნელად.
სპექტრი: აგენტი 007
Spectre
დაშიფრული შეტყობინება ბონდის წარსულიდან აგენტ 007 სპექტრის საიდუმლოს გამოაშკარავებაში ეხმარება
ტინტინის თავგდასავალი
The Adventures of Tintin
უშიშარი ახალგაზრდა თინთინი და მისი ერთგული ძაღლის სნოუის თავგადასავალი იწყება, როდესაც ისინი საოცარი საიდუმლოს მატარებელ გემს აღმოაჩენენ. თინთინს, რომელმაც უძველესი საიდუმლოს შესახებ შეიტყო ივან ივანოვიჩ სახარინი ძვირფასი განძის მოპარვაში ადანაშაულებს. თინთინი და სნოუი ჭირვეული კაპიტანი ჰადოკის და დაბნეული დეტექტივი ტომპსონ ტომპსონის დახმარებით ნახევარ მსოფლიოს შემოივლიან და მათ მტრებს ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებენ.
გოგონა დრაკონის ტატუთი
The Girl with the Dragon Tattoo
სტიგ ლარსონის ინგლისურად ადაპტირებული შვედური რომანი, მოგვითხრობს დათხოვნილი ჟურნალისტის მაიკლ ბლომკვისტის შესახებ, რომელიც პატრიარქის ძმისწულის გაუჩინარების საქმეს იძიებს. მას პირსინგიანი და სვირინგებიანი პანკი კომპუტერების ჰაკერი - ლიზბეტ სალანდერი ეხმარება. გამოძიების პროცესში ბლომკვისტი და სალანდერი წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფციას ახდიან ფარდას.
ოქროს კომპასი
The Golden Compass
გამაოგნებელი საიდუმლოს შეტყობის შემდეგ, ნაადრევად დაობლებული ლირა ბელაკუა, კოლეჯის ოთახებში ხეტიალს და უდარდელ არსებობას, შორეულ ჩრდილოეთში წასვლას და თავგადასავლებში გაბმას ამჯობინებს. იგი დარწმუნებულია, რომ სწორედ ესაა მისი ბედისწერა.
ლარა კროფტი
Lara Croft: Tomb Raider
ლორდის ქალიშვილი ლარა კროფტი თვით სრულოფილებაა.მას შეუძლია ნებისმიერი იარაღიდან სროლა.იგი შესანიშავად ფლობს ბრძოლის ყველა სახეობას.მისი უნდა ეშინოდეს ყველას ვინც კი გზაზე გადადგომას მოინდომებს.
სიყვარული და სიძულვილი | Love and Rage
ირლანდია. XIX საუკუნის მიწურული. აგნეს მაკ დონელი – ცივსისხლიანი ინგლისელია, რომელიც ულამაზესი კუნძულზე ადგილ–მამულებს ფლობს. ის თავის თავის ბატონ–პატრონია და მის ცხოვრებაში ჩარევა არავის ძალუძს. ერთხელაც მის ცხოვრებაში გამოჩნდება ამოუცნობი ჯეიმს ლინჩჰაუნი – მკაცრი ირლანდიელი, უცნობი წარსულითა და გაუგებარი აწმყოთი. თავისი \"ნიჭის\" წყალობით ის მალე აღწევს წარმატებას კარიერაშიც და იმკვიდრებს ადგილს არც ისე ახალგაზრდა მასპინძლის გულში.