ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
უხილავი ძაფი
Phantom Thread
1950 წლის ომის შემდგომი ლონდონის გლამური. დიზაინერი რეინოლს ვუდკოკი და მისი და საირილი ბრიტანული მოდის ცენტრში არიან. ვუკდოდკის ცხოვრებაში ქალები მრავლადაა, თუმცა ვუდკოკი მარტოა მანამ, სანამ ჯიუტ და ძლიერ ახალგაზრდა ქალს - ელმას არ შეხვდება, რომელიც მალე მისი ცხოვრების მუზა და სიყვარული ხდება. ოდესღაც კონტროლირებად, მკაცრ და წინასწარ დაგეგმილ ცხოვრებას ძირი სიყვარულის ძალით ეთხრება.
სისხლი დაიღვრება
There Will Be Blood
როდესაც ნავთობის მაძიებელი დენიელ ფლეინვიუ კალიფორნიაში ნავთობით მდიდარი მიწის არსებობის შესახებ შეიტყობს, სხვადასხვა მანიპულაციებით ის ადგილობრივი მიწის მესაკუთრეებს მათი ქონების გაყიდვაზე დაითანხმებს. სამაგალითო მეოჯახის იმიჯის შესაქმნელად ის მის ნაშვილებ ვაჟს იყენებს. ფლეინვიუსთან თითქმის ყველა ადგილობრივი მაცხოვრებელი თანამშრომლობს, რადგან ის ჰპირდება, რომ ამ ადგილს ააყვავებს. გადის დრო და ფლეინვიუ სულ უფრო მეტ ძალაუფლებასა და სიმდიდრეს იძენს და თანთდათან თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს.