ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ახალი სათამაშო | The New Toy
ფრანსის ვებერის 1976 წლის საკულტო კლასიკის “სათამაშო” რიმეიკი. სამი, ბედნიერად ცხოვრობს სისტემის გარეთ, მრავალბინიან კორპუსში, ბავშვობის მეგობრებთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც პირველ შვილს ელოდება. შედეგად, მომავალი ოჯახის მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად, სამი ძალიან უხალისოდ იწყებს მუშაოაბას ღამის დარაჯად მაღაზიაში. ფილიპი – საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანია. ის ცივი და უგრძნობი ადამიანი გახდა, მას შემდეგ რაც მისი მეუღლე გარდაიცვალა. ალექსანდრე – მისი ერთადერთი ვაჟი და ფილიპის მთელი სიმდიდრის მემკვიდრეა – თავშესაფარს ეძებს განებივრებული ბავშვის მარტოსულ სამყაროში. დაბადების დღეზე ფილიპი ხსნის სათამაშოების განყოფილებას მაღაზიაში, სადაც მთავარი გმირი მუშაობს და ეუბნება ალექსანდრეს, რომ შეუძლია მიიღოს ის, რაც უნდა. ალექსანდრე ირჩევს სამის.
დედოფალი მარგო
dedofali margo / Queen Margot
1572 წლის 24 აგვისტოს ღამე, ცნობილი როგორც ბართლომეს ღამე. საფრანგეთში რელიგიური ომი მიდის. ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად, მშვენიერი და ამაყი პრინცესა მარგო, კათოლიკური მეფის კარლ IX და, ცოლად პროტესტანტს გენრიხ ნავარსკის უნდა გაყვეს. ქორწილის მერე კი ბართლომეს ღამე მოხდა, რომელსაც სასტიკმა ეკატირინა მედიჩიმ გაუწია ორგანიზება.