ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
მა რეინი: ბლუზის დედა
MA RAINEY\'S BLACK BOTTOM
პულიცერის პრემიის ორგზის ლაურეატის, ოგუსტ უილსონის ამავე სახელოწოდების ავტობიოგრაფიული პიესის ადაპტაცია, «ბლუზის დედის» სახელით ცნობილი ლეგენდარული მომღერლის, მა რეინის (ვიოლა დევისი), და ამბიციურ საყვირზე შემსრულებლის, ლივის (ჩედვიკ ბოუზმანი) შესახებ, რომელშიც მოვლენები 1927 წელს ჩიკაგოში ვითარდება, სადაც უშიშარი და მგზნებარე რეინი ხმისჩამწერ სტუდიაში მორიგი ალბომის ჩასაწერად ემზადება, მაგრამ თავის თეთრკანიან მენეჯერთან და პროდიუსერთან მისი მუსიკის კონტროლისთვის ბრძოლას იწყებს. სანამ ჯგუფი სტუდიის რეპეტიციულ ოთახში მოვლენებს აკვირდება, ამბიციური ლივი მუსიკალურ ინდუსტრიაში თავის უფლებებზე პრეტენზიას აცხადებს, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მთავარი გმირის და მისი მუსიკოსი-კოლეგების ცხოვრების მსვლელობას.
შურისმაძიებლები: დასასრული
Avengers: Endgame
შურისმაძიებლებს ახალი თავგადასავალი და ახალი საფრთხე ემუქრებათ, ისინი ისევ უნდა გაერთიანდნენ რათა ერთობლივი ძალით ბოლოსდაბოლოს დაამარცხონ მტერი.
21 ხიდი
21 Bridges
ყურადღების ცენტრში ნიუ-იორკის პოლიციის შავკანიანი დეტექტივია, რომელსაც მისი შელახული რეპუტაციის აღდგენის შანსი მიეცემა, თუ ის პოლიციელების სერიული მკვლელის პოვნას და მის დაჭერას შეძლებს. როდესაც მთავარი გმირი ამ ჩახლართული საქმის გამოძიებას დაიწყებს, მოულოდნელად მაშტაბურ შეთქმულებას გამოავლენს, რომლის უკან კრიმინალურ იმპერიასთნ დაკავშირებული მისი პოლიციელი-კოლეგები დგანან, და აღმოაჩენს, რომ ახლა მთელი მანჰეტენი მისთვის ერთი დიდი ხაფანგი გახდა, რადგან პირეველად ქალაქის ისტორიაში, კუნძულიდან გასასვლელი ჩვიდმეტივე ხიდი დაბლოკილი აღმოჩნდება…
შავი პანტერა
Black Panther
ტიჩალა - ვაკანდას ძველი სამეფოს ახალი მმართველი. მან უნდა დაიცვას სამეფო განადგურებისგან, რომელიც ქვეყანას შიდა და გარე მტრებისგან ემუქრება...