ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ემოჯი ფილმი
The Emoji Movie
ანიმაციური ფილმი სმაილ-გმირებზე, რომლებიც თანამედროვე გაჯეტების ციფრულ სამყაროში ცხოვრობენ. თითოეული სმაილი მხოლოდ ერთ ემოციას გადმოსცემს, ჯინას გარდა , რომელიც მუდმივად იცვლის ემოციას. მას სურს გახდეს ნორმალური სმაილი და მიდის სამოგზაუროდ სხვა პოპულარ პროგრამებში..
საზიზღარი მე 3
Despicable Me 3
გრუმ და მისმა ცოლმა უნდა შეაჩეროს 80-იანი წლების ვარსკვლავი ბალტაზარი , რომელსაც მსოფლიოს დაპყრობა სურს.
წყალქვეშა ერა
Deep
2100 წლისათვის ადამიანებმა პლანეტა დატოვეს. მაგრამ ოკეანის ფსკერზე საოცარი არსებები განაგრძობენ ცხოვრებას. მათ შორისაა რვაფეხა დიპი და მისი ორი მეგობარი მშიშარა ივო და იმპულსიური ელისი. როდესაც მათ სახლს საფრთხე დაემუქრება დიპის ბაბუა მატ დახმარების საპოვნელად გაგზავნის ოკეანის ბოლოში . მეგობრებს წინ სახიფათო და საინტერესო თავგადასავალი ელით
მოღრუბლულობა, შესაძლოა ნალექი გუფთების სახით
Cloudy with a Chance of Meatballs
ახალგაზრდა მეცნიერი ცდილობს კაცობრიობის ღარიბი ნაწილი შიმშილისგან იხსნას. მაგრამ მოულოდნელად რაღაც ირევა და ექსპერიმენტის შედეგად ციდან, ნალექის სახით, საჭმელები ცვივა..
იმპერატორის თავგადასავალი
The Emperor\'s New Groove
სამეფო პიროვნება, იმპერატორი კუსკო - ძალიან დაკავებული ადამიანია. თუმცა, მის უკანასკნელ საქმეს დიდი უსიამოვენებები ელის: მან საკუთარი თავისთვის სამეფოს ერთ-ერთ სოფელში აკვაპარკის აშენება გადაწყვიტა
კუზიანი ნოტრ დამიდან
The Hunchback of Notre Dame
ახალგაზრდა ბოშა ქალი ესმერალდა ცეკვებით ირჩენს თავს. მას ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ არაკეთილმოსურნეებს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ, რომ ის ციხეში ხვდება. ღვთისმშობლის ტაძრის მნათე - კვაზიმოდო ესმერალდას გაქცევას მოუწყობს. შემდეგ კი, გამძვინვარებული ეპისკოპოსი ფროლოსგანაც გადაარჩენს, რომელსაც მისი მოკვლა სურს. ვ.ჰიუგოს ცნობილი რომანისგან განსხვავებით ამ ანიმაციას ბედნიერი დასასრული აქვს..
გრემლინები
Gremlins
პატარა მომხიბვლელ ცხოველს გრემლინს გულისაჩუყება ქვისთვისაც შეუძლია. თან მას უნაკლო სმენა აქვს! ოღონდ ფრთხილად იყავით: ის მზის შუქისგან შეიძლება დაიღუპოს. მისი დასველება არ შეიძლება და რა მოხდება თუ მას 12 საათის შემდეგ საჭმელს აჭმევთ? ამის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია..