ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
სახლი გზასთან | Road House
1989 წლის ამავე სახელწოდების საკულტო ფილმის რიმეიკი, აბსოლიტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონის ყოფილი მებრძოლის, ელვუდ დალტონის (ჯეიკ ჯილენჰოლი) შესახებ, რომელიც იწყებს მუშაობას ფლორიდა-კისში მდებარე გზისპირა კლუბში. თუმცა, ის მალევე აღმოაჩენს, რომ ტროპიკულ სამოთხეში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, სადაც მთავარი გმირი კორუმპირებულ ბიზნესმენს უპირისპირდება, რომელსაც ტერორში ჰყავს პატარა ქალაქის მოსახლეობა
თამაშის ღამე
Game Night
მეგობრების ჯგუფი, რომელიც რეგულარულად იკრიბება ღამის თამაშებისთვის, მოულოდნელად მისტიური მკვლელობის გამოძიების პროცესში აღმოჩნდებიან.
მომიყევი ზღაპარი
momiyevi zgapari / Tell Me a Story
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ზღაპრების ინტერპრეტაცია, რომელთა მოქმედება თანამედროვე ნიუ იორკში ვითარდება
დამპლური თამაშები
მაქსისა და ენის ისტორია, რომლებიც სხვა წყვილებთან ერთად ყოველ ღამით \"დამპლურ თამაშებს\" აწყობენ. ერთ საღამოს მაქსის ძმა, ქარიზმატული ბრუკსი, დაგეგმავს თამაშს მკვლელებითა და ფედერალური აგენტებით. ბრუკსს გაიტაცებენ, მაგრამ ეს ხუმრობაა თუ არა? საბოლოოდ, როდესაც ექვსი აზარტული მოთამაშე იწყებს თავსატეხების ამოხსნას ხვდება რომ ბრუკსი ისეთი არაა, როგორიც ჩანს. თამაშში ქულები არ გროვდება, წესები არ არსებობს, მეგობრები ვერ ხვდებიან ვინ არის მათი მოწინააღმდეგე. ეს ყველაზე დასამახსოვრებელი ღამე იქნება მათ ცხოვრებაში... ან უკანასკნელი
ჯაშუშების ხიდი
jashushebis xidi / Bridge of Spies
ცივი ომის დროს, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ამერიკელ ადვოკატს გადაიბირებს, რომელმაც საბჭოთა კავშირიდან დატყვევებული პილოტი უნდა იხსნას.
ტყეში
Into the Woods
\"Into the Woods\" არის მუსიკალური ფანტაზიის ფილმი, რომელიც პოპულარული ზღაპრების პერსონაჟებს ერთ დიდ, ერთმანეთთან გადაჯაჭვულ ისტორიაში აერთიანებს. სიუჟეტი ვითარდება ჯადოქრის ირგვლივ, რომელიც შეყვარებულ წყვილს ბავშვზე წყევლას ადებს, რის შემდეგაც ისინი იწყებენ მოგზაურობას ტყეში, რათა იპოვონ გამოსავალი. ამ გზაზე ხვდებიან ისეთ პერსონაჟებს, როგორებიც არიან კონკია, წითელქუდა და ჯეკი (ჯეკი და ლობიოს ხე). მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრების გმირები თითქოს კეთილი და უშიშრები არიან, ფილმი სირთულეებსა და რეალურ ცხოვრებისეულ გამოწვევებზე საუბრობს.
თორმეტი
Twelve
ფილმის მთავარი გმირი უფროსკლასელი მაიკია, შეძლებული ოჯახიდან, რომელსაც სკოლიდან რიცხავენ. ამის შემდეგ ის ნარკოტიკებით მოვაჭრეთა სამყაროში ხვდება. საქმე კარგად მიდის, ფულიც წყალივით მოდის, თუმცა, ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება: მის ძმას კლავენ, საუკეთესო მეგობარს კი აპატიმრებენ.
ალადინი
Aladdin
ალადინი ქალაქელი ღარიბი ბიჭია რომლსაც ჰყავს მეგობარი მაიმუნი სახელად აბუ. იგი შეყვარებულია ულამაზეს პრინცესა ჟასმინზე. ალადინის მეშვეობით შეძლებს ბოროტი ჯაფარი ჯადოსნური ლამპარის მოპოვებას, რომელშიც სასწაულმოქმედი ჯინია გამომწყვდეული. მხოლოდ ალადინი და მისი მეგობრები შეძლებენ ჯაფარს ძალაუფლების მოპოვებაში ხელი შეუშალონ...