ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ძაღლის გზა შინისაკენ
A Dog\'s Way Home
ფილმი მოგვითხრობს ერთი ძაღლის - ბელას - გულიშიჩამწვდომ თვგადასავალს, რომელიც 400 მილის სიგრძის გზას დაადგება სახლში დასაბრუნებლად, მას შემდეგ, რაც საყვარელ ადამიანს დააშორებენ
ძალიან მაგარი შობა
A Very Nutty Christmas
საცხობის მფლობელ ქეითს, მეტი შეკვეთები აქვს ვიდრე დრო იმისთვის რომ შეიგრძნოს საშობაო არდადეგების ხიბლი. სწორედ ამ დროს, მას მეგობარი ბიჭი მოულოდნელად მიატოვებს და შობის სიხარულიც თითქოს გაქრება. სწორედ მაშინ, როცა ქეითი უკანასკნელ მოსართავს დაკიდებს ნაძვისხეზე და დასაძინებლად წავა, ჯადოქრობა თავს იჩენს: მომხიბვლელი ჯარისკაცი, რომელიც ჩაიკოვსკის \"მაკნატუნადან\" გადმომხტარ პრინცს გავს მის სასტუმრო ოთახშია
ყველაზე მაღალი ხმა
yvelaze magali xma / The Loudest Voice
ფილმი დაფუძნებულია გაბრიელ შერმანის ბესტსელერზე - „ყველაზე მაღალი ხმა ოთახში“. ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორისა და მედია კონსულტანტის, როჯერ აილისის (რასელ ქროუ) ცხოვრება ბევრისათვის ძალიან საინტერესო თემად რჩება მედიის სამყაროზე მისი მუდმივი გავლენის გამო. განსაკუთღებული ყურადღების ცენტრშია ბოლო ათწლეული, როდესაც აილისი რესპუბლიკური პარტიის დე ფაქტო ლიდერი გახდა. რამაც მისი ცხოვრების ბევრი მოვლენა განაპირობა, მათ შორის მსოფლიო ლიდერებთან ურთიერთობების გამოცდილება, რამაც ხელი შეუწყო მის პოლიტიკურ კარიერას, ასევე ბრალდებები სექსუალური შევიწროების შესახებ და ამ ბრალდებების მოგვარება, რამაც მისი „ფოქს ნიუსის“ ბატონობაც დაასრულა