ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
არასწორი ქილერები
The Killer’s Game
ჯო, გამოცდილი დაქირავებული მკვლელი, მოულოდნელად იგებს, რომ სასიკვდილო დაავადება აქვს და მის დღეებს ბოლო ემუქრება. ამ ყველაფრით გაღიზიანებული და დამწუხრებული, ჯო იღებს ცხოვრების ყველაზე უცნაურ გადაწყვეტილებას – საკუთარ თავზე სიკვდილის ბრძანებას გასცემს და კონკურენტ მკვლელებს სთხოვს მის ლიკვიდაციას. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ, ჯო იგებს, რომ დიაგნოზი არასწორი აღმოჩნდა და სინამდვილეში სრულიად ჯანმრთელია. ახლა კი, მას უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა და გაქცევა იმავე მკვლელებისგან, რომელთაც თავადვე მისცა უფლება, მისი სიცოცხლე წაერთვან. სისწრაფესა და ძალაუფლებაზე დაფუძნებული ეს კატა-თაგვობანა თამაში ჯოს ცხოვრებაში ყველაზე რთულ და სასიკვდილო დავალებად იქცევა.
კეთილთა და ბოროტთა სკოლა
The School for Good and Evil (ქართულად)
საუკეთესო მეგობრები სოფი და აგატა მოგზაურობენ ახალგაზრდა გმირებისა და ბოროტმოქმედების მოჯადოებულ სკოლაში და აღმოჩნდებიან სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის საპირისპირო მხარეს.
მოსე: ღმერთები და მეფეები | Exodus: Gods and Kings
ბიბლიური ისტორია წინასწარმეტყველ მოსესა და ებრაელი ერის ეგვიპტელების მონობისგან გათავისუფლების შესახებ. მოსე დედამიწას იმ დროს მოევლინა, როცა ფარაონმა ებრაული წარმოშობის ყველა ახალშობილის მოკვლა ბრძანა. მისი გადარჩენისთვის, დედამისმა ბავშვი კალათაში ჩასვა და ნილოსს გააყოლა. ახალშობილი ფარაონის ქალიშვილმა იპოვა და მას რამზესთან ერთად ზრდიდა. მრავალი წლის შემდეგ, მოსე ეგვიპტიდან გაიქცა, ხოლო შემდეგ ღვთის ბრძანებით უკან დაბრუნდა, რათა თავისი ერი მონობიდან ეხსნა.
რკინის კაცი 3 | Iron Man 3
როდესაც სტარკის სამყარო მის თვალწინ ინგრევა უცნობი ბოროტმოქმედის წყალობით, მისი ერთადერთი სურვილია მოძებნოს და გაანადგუროს მტერი.
უკანასკნელი ლეგიონი
The Last Legion
მაშინ როდესაც რომის იმპერია დაცემის პირზეა, ახალგაზრდა რომულუს აუგუსტუსი ქალაქიდან იპარება და ბრიტანეთში მიემართება, რომ მისი მხარდამჭერების ლეგიონი შეკრიბოს.
ბაგსი
Bugsy
ბენჟამინ სიგელი მეტსახელად \"Bugsy\" - ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული განგსტერი, კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი თავის მეგობრებთან ერთად. თავის თავში დარწმუნებული, გაწონასწორებული მექალთანე, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მაგრამ იგი სხვა კანონისდამრღვევებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ არ აინტერესებდა ფული ან უსაზღვრო ძალაუფლება, მას უნდოდა მომავლის ქალაქი აეშენებინა, სწორედ ამ მიზნით შეისყიდა ნევადაში არსებული უდაბნო, და ოცნების სასტუმროსა და კაზინოს აშენება განიძრახა..
ტუტანჰამონი
tutanhamoni / TUT
სერიალი მოგვითხრობს ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფარაონის ტუტანხამონის, იგივე ტუტის, მმართველობის ხანაზე