ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
კარგი დინოზავრი
The Good Dinosaur
ფილმი მოგვითხრობს ერთი პატარა მწვანე დინოზავრის და ბიჭუნას თავგადასავლის შესახებ, მათ ერთმანეთის დახმარებით მოუწევთ უამრავი სირთულსი გადალახვა, საკუთარ ოჯახთან დასაბრუნებლად
კივილი 4
Scream 4
სიდნი პრესკოტმა ბოლო წლები სიწყნარეში გაატარა. ახლა კი იგი ვუდსბორგის სკოლაში მუშაობს. თითქოს ყველაფერი მის ცხოვრებაში თავის ადგილზე დგება, სანამ ერთ დღესაც არ იპოვიან ერთ-ერთი მოსწავლის გვამს. მკვლელი \"მოჩვენების სახე\" კვალვ ბრუნდება მის ცხოვრებაში
ფული ან სული | Trick \'r Treat
ოთხი ისტორია, რომელიც ჰელოუინის დროს ერთდროულად ვითარდება: უფროსკლასელი მოსწავლის ჩვეულებრივი ცხოვრების მიღმა სერიული მკვლელის საიდუმლო ცხოვრებაა; კოლეჯის მოსწავლე შესაძლოა სწორედ ეხლა შეხვდა შესაფერის ბიჭს; მოზარდების ჯგუფი ბოროტ ხუმრობას გეგმავს; ქალი რომელსაც ეს ღამე ეზიზღება მის დღესასწაულების მოყვარულ ქმარს ებრძვის..
იპოვო ფორესტერი
Finding Forrester
მწერალი უილიამ ფორესტერი მრავალი წელია რაც, საკუთარი ნებით, განდეგილად ცხოვრობს. ის ხალხში უკანასკნელად ორმოცი წლის წინ გამოჩნდა, როდესაც მისი შესანიშნავი წიგნი დაიბეჭდა. მას შემდეგ, მისი სახლის ზღურბლზე არავის გადაუბიჯებია. მაგრამ 16 წლის ჯამალ უოლესმა მასთან შეღწევა მოახერხა. ეს შემთხვევითი შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა. ფორესტერს კარს მიღმა ცხოვრების ინტერესი კვლავ გაუჩნდა, ჯამალი კი, რომელსაც ბრწყინვალე სპორტული მომავალი აქვს, მიხვდა, რომ მისი ჭეშმარიტი მოწოდება - ლიტერატურაა...
თითქმის ცნობილი
Almost Famous
ავტობიოგრაფიული ფილმი 15 წლის ბიჭის შესახებ, რომლელსაც დავალებული ჰქონდა თვალი ედევნებინა ცნობილი როკ-ბენდის გასტროლებისთვის იმისთვის, რომ შემდეგ როლინგ სტოუნის ჟურნალისთვის შეეგროვებინა ინფრომაციული მასალა..