ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ირმა ვეპი | IRMA VEP
ჰოლივუდის ვარსკვლავი მირა იღებს როლს საავტორო პროექტში - ლუი ფეილიას მუნჯი სერიალის \"ვამპირების\" რიმეიქში. მირა გოგონასთან დაშორებას განიცდის, ამიტომ საფრანგეთში ჩადის გადასაღებად არა მხოლოდ კარიერის გადასაწყებად, არამედ საკუთარი თავის პოვნის მიზნით. თუმცა, რეჟისორი რენე ვიდალი ზედმეტად ექსცენტრიული აღმოჩნდება და თავად მსახიობი ისეა ჩაფლული სამუშაოში, რომ რეალობასთან კავშირის დაკარგვას იწყებს....
მიწისძვრის მაცნე
Earthquake Bird
ამოუცნობ მთარგმნელს ბნელი წარსულით, დაკითხვაზე იბარებენ მას შემდეგ, რაც მისი ძველი მეგობარი, რომელიც მასსა და მის ფოტოგრაფ შეყვარებულს შორის ჩადგა, დაიკარგა და სავარაუდოდ გარდაცვლილია
ეიფორია
Euphoria
**„ეიფორია“ (Euphoria, 2018)** არის დრამატული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ორი დაზე, ინგრიდზე და ემილიაზე, რომლებიც წლების მანძილზე დაშორებულნი იყვნენ და ახლა ცდილობენ ურთიერთობის აღდგენას. ფილმი ვითარდება მაშინ, როდესაც ემილია, რომელიც სერიოზულ ავადმყოფობას ებრძვის, ინგრიდს მასთან ერთად დაუვიწყარ მოგზაურობაში წასვლას სთხოვს. ისინი ერთად მიემართებიან უჩვეულო, იზოლირებულ თავშესაფარში, რომელიც ცხოვრების დასრულების ადგილია. ფილმი გვიჩვენებს დებს შორის რთულ და მტკივნეულ ურთიერთობას, როგორ უწევთ მათ სიცოცხლესთან, სიკვდილთან და ურთიერთობების შეცდომებთან დაპირისპირება. „ეიფორია“ არის სევდიანი, ემოციურად დატვირთული ისტორია, რომელიც ეხება სიცოცხლის ფინალს, პატიებას და საკუთარ თავთან და ერთმანეთთან შერიგების მნიშვნელობას.
დამწვარი
Burnt
ადამ ჯონსი ცნობილი შეფ-მზარეულია, რომელიც წარმატების პიკზე მყოფი, ალკოჰოლისადმი მისწრაფების გამო კარგავს ყველაფერს. ადამი ლონდონში ბრუნდება და ცდილობს ახალ გუნდთან ერთად მიშლენის ვარკვლავი მოუტანოს რესტორანს, სადაც მუშაობას იწყებს...
აგენტები U.N.C.L.E.
The Man from U.N.C.L.E.
1960-იანი წლები, ცენტრალური დაზვერვის ბიურო აგენტი ნაპოლეონ სოლო და კგბ-ს ოპერატიული მუშაკი ილია კურიაკინი მონაწილეობენ ერთობლივ მისიაში. მათ ევალებთ საიდუმლო კრიმინალური ორგანიზაციის, რომელიც ბირთვულ იარაღზე მუშაობს, გამომჟღავნება და განიარაღება.
მეშვიდე შვილი | Seventh Son
ფილმის სიუჟეტი ვითარდება ერთ-ერთ შუასაუკუნოვან სამყაროში, სადაც მთავარი გმირი ტომ უორდი – უბრალო ახალგაზრდა ბიჭი – იგებს, რომ მას განსაკუთრებული დანიშნულება აქვს. ის ხდება მეშვიდე შვილი, რომელიც შეარჩიეს დიდი განსაცდელისთვის – ბოროტი ჯადოქარი დედოფალი მალკინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ტომს წინ უამრავი საშიშროება ელის, თუმცა მას გამოცდილ მეომართან, სპუკთან ერთად მოუწევს სწავლა და სირთულეების დაძლევა, რომ სამყაროს განადგურება თავიდან აიცილოს.
ახალგაზრდობა
Testament of Youth
ცნობილი ინგლისელი მწერალისა და პოლიტიკოსის ვერა ბრიტენის ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაცია. ახალგაზრდობა, ოცნებები, პირველი სიყვარული... ყველაფერი ომმა დაანგრია. მისი ძმა, შეყვარებული, მეგობრები ყველანი ფრონტზე არიან. ახლა ვერავინ იქნება ისეთი ლაღი როგორც ადრე
ახალი სისხლი
axali sisxli / Son of a Gun
ფილმი მოგვითხრობს რამოდენიმე დამნაშავეზე რომლებიც ციხიდან გაიქცევიან მათი ახლად შეძენილი თანამზრახველის დახმარებიძთ.
სამეფო რომანი
A Royal Affair
ახალგაზრდა დედოფალს რომელსაც შეურაცხადი მეუღლე ჰყავს, მისი მკურნალი ექიმი შეუყვარდება. ერთად ისინი რევოლუციას წამოიწყებენ, რომელიც მთელი ნაციის ცხოვრებას შეცვლის. ეს არის ისტორია მამაცი იდეალისტების შესახებ, რომლებიც ყველაფერზე მიდიან ადამიანებისთვის თავისუფლების მოსატანად და ყველაზე მეტად ეს არის ამბავი ვნებიანი და აკრძალული სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომელმაც მთელი ერის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა..
უმანკო
umanko / Pure (Till det som är vackert)
20 წლის კატრინა ერთხელაც იუთუბზე მოცარტის \"რექვიემს\" გადააწყდება. ამის შემდეგ მას ცვლილებების მოთხოვნილება უჩნდება. ნუთუ შესაძლებელია სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლა, თუ ყოველი ჩვენგანი დოსტოევსკის ერთ ნაწარმოებს წაიკითხავს და \"რექვიემის\" თითოეულ ნოტს დაიმახსოვრებს?