ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ბრიჯერტონი
Bridgerton
\"ბრიჯერტონი\" (2020) გადაგვიყვანს რეგენციის ეპოქის ინგლისში, სადაც მაღალი საზოგადოების წევრები ჩართულნი არიან როგორც სოციალური, ისე რომანტიკული ინტრიგებით სავსე ცხოვრებაში. სერიალი გვიყვება ბრიჯერტონების დიდებულ ოჯახის წევრების სიყვარულის, პირადი ბრძოლებისა და საზოგადოებრივი ვალდებულებების შესახებ. ყოველი ეპიზოდი სავსეა ბრწყინვალე კოსტიუმებით, ელეგანტური ბალებითა და მეწამული დრამატული რომანტიკით. ამავდროულად, \"ბრიჯერტონი\" გაჯერებულია თანამედროვე იუმორით და გამორჩეული პერსონაჟებით, რომლებიც თავიანთი სიმამაცითა და სითამამით ეპოქის სტერეოტიპებს ეწინააღმდეგებიან. სერიალი გამოირჩევა ვიზუალური სილამაზითა და საინტერესო სიუჟეტით, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
გარდატეხა
Fractured
რეი მონრო და ჯოანა ახალგაზრდა დაქორწინებული წყვილია, რომლებიც მათ ქალიშვილს, პერის სასწარაფოდ უახლოეს საავადმყოფოში წაიყვანენ მას შემდეგ, რაც ის უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდება და ხელს მოიტეხს. მედდასთან კამათის შემდეგ, რეი და ჯოანა ძლივს ახერხებენ გოგონას დარეგისტრირებას და ექიმთნ მიღებაზე ჩაწერას, სადაც პერის დედასთან ერთად მრტ-ზე გააგაზავნიან, ხოლო უძილო და გამოფიტული რეი გონებას კარგავს და საავადმფოფოს მოსაცდელში დივანზე იძინებს. რამდენიმე საათი ღრამა ძლილის შემდეგ მთავარი გმირი მოულოდნელად აღმოჩენს, რომ მისი ცოლი და ქალიშვილი დაიკარგნენ, ხოლო რეგისტრატურის ჟურნალში მათზე ჩანაწერი გაქრა. სასოწარკვეთილი რეის შფოთვა მისი ოჯახის პოვნის პანიკურ რბოლაში იქცევა, რომელიც დარწმუნებულია, რომ საავადნყოფო რაღაცას მალავს