ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ვედრება
Guzaarish
ლამაზი გოა - ესაა მწვანე პეიზაჟი, მიმზიდველი ცისფერი წყალი და თბილი სინათლე. ამ დალოცვილ ადგილას დაიბადა ყველაზე დიდებული და ნიჭიერი ილუზიონისტი. ამჟამად ის რადიოს შოუს წამყვანია და მსმენელებს უნერგავს სიმხნევეს, ცხოვრების სიყვარულს და კარგ განწყობას. ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ადამიანი პარალიზებულია ხერხემლის ტრამვის გამო და ვერ მოძრაობს უკვე 14 წელიწადია.
უკანასკნელი ლეგიონი
The Last Legion
მაშინ როდესაც რომის იმპერია დაცემის პირზეა, ახალგაზრდა რომულუს აუგუსტუსი ქალაქიდან იპარება და ბრიტანეთში მიემართება, რომ მისი მხარდამჭერების ლეგიონი შეკრიბოს.
გურუ
Guru
გურუ 2007 წლის ინდური ფილმია მანი ჰატმანის რეჟისორობით. ფილმი 2007 წლის 12 იანვარს გამოვიდა.
სუნელების პრინცესა
The Mistress of Spices
კარისთვის და კორმასისთვის ინგრიდიენტების ყიდვის დროს, სან–ფრანცისკოს გარეუბანში მდებარე სუნელების მაღაზიის კლიენტები შეიძენენ რაღაცას ბევრად უფრო ფასეულს – სანუკვარი სურვილების ასრულებაში დახმარებას. ინდიელი ლამაზმანი ტილო, მაღაზიის მეპატრონე, მაგიური ნიჭითაა დაჯილდოვებული, მას ადამიანების წარსულის და მომავლის დანახვა შეუძლია და მათ ბედისწერის შეცვლა, განსაკუთრებული სუნელების შერჩევით. მაგიური ნიჭის შესანარჩუნებლად, ტილო სამ მკაცრ წესს იცავს: არასოდეს ტოვებს მაღაზიას, არ ეკარება ადამიანებს და მხოლოდ ბალახებს ემსახურება. ანუ მას არანაირი პირადი ცხოვრება არააქვს. მაგრამ ერთხელაც მომხიბვლელი არქიტექტორი მისი მაღაზიის კარებთან ავარიაში მოყვება. ამ დღიდან მისი ცხოვრება სამუდამოდ იცვლება. ის ვერ ეწინააღმდეგება გრძნობებს და ყველა წესს დაარღვევს.
პატარძალი და ცრურწმენა
patardzali da crurwmena / Bride & Prejudice
ჯეინ ოსტინის კლასიკური ისტორიის ბოლივუდური ვერსია რომელშიც ქალბატონ ბაკშის მისი ქალიშვილებისათვის შესაფერისი საქმროების პოვნა სურს.როდესაც მათთან სტუმრად ორი მდიდარი მამაკაცი ბალრაჯი და დარსი ჩამოდიან, ბაქშის ოჯახში დიდი იმედი გაჩნდება. თუმცა ,სხვადასხვა გარემოებები და მოსაზრებები სიყვარულს წინ ეღობება.