ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
უფრთო ჩიტები
ufrto chitebi / Kanatsiz Kuslar
ნეფისს მეუღლე გარდაიცვალა და ოჯახის მთელი სიმძიმე ქალს დააწვა მხრებზე. მან ნებისმიერ ფასად უნდა შეძლოს ოჯახის ხსნა განადგურებისგან. ნეფისი მზად არის შვილებისთვის თავი გასწიროს. ისინიც გრძნობენ ამას და დედას ყოველმხრივ გვერდით უდგანან. მათგან განსაკუთრებით ზეინეპი, რომელიც სულ მალე სასიყვარულო სამეულში აღმოჩნდება ჩათრეული
იმედი ჯერ კიდევ ცოცხლობს
Benim Hala Umudum Var
ახალგაზრდა გოგონა უმუთი, მამისეულ ოჯახში ცხოვრობს ძმებთან ერთად და იქ სადაც ბევრი ადამიანია თავმოყრილი ბუნებრივია, კონფლიქტებიც ხშირია. გოგონა საკუთარი ოჯახის შექმნაზე ფიქრობს და ღირსეულ მამაკაცზე ოცნებობს. ასეთი კი ორი ჩანს. მათ სერიოზული ბრძოლა მოუწევთ ლამაზმანის გულის დასაპ-ყრობად. ამ გზაზე კი - მუხთალი ბედი ბევრ განსაცდელს ამზადებს.
ნუ მიმატოვებ
nu mimatoveb / Elimi birakma
ჯენქი შეძლებული ოჯახის მემკვიდრეა, რომელიც კვების ბიზნესს ფლობს. ის გარკვეული დროით ამერიკაში სწავლობდა. აზრა ცნობილი მექაბაბის ქალიშვილია. ისიც ამერიკაში სწავლობდა, ოღონდ - კულინარიის განხრით. ამ ორი ახალგაზრდის გზები ერთ აეროპორტში გადაიკვეთა: მათ ბარგი ერთმანეთში აურიეს და ასე დაბრუნდებიან ისინი თავიანთ სახლებში, სხვისი ნივთებით. მოვლენები ყველაზე საინტერესოდ მაშინ განვიტარდა, როდესაც ვაჟის ბებიამ წინადადება წამოაყენა, რომ ისინი ერთმანეთის შესაფერი წყვილიაო, რის შემდეგაც აშკარა სიურპრიზები დაიწყო... მაგრამ, რას ფიქრობენ სინამდვილეში ერთმანეთზე ახალგაზრდები? დაეთანხმებიან კი ისინი ხანდაზმული ქალბატონის მოსაზრებას?