ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
გაქცევის გეგმა 2
Escape Plan 2: Hades
**„გაქცევის გეგმა 2: ჰადესი“ (Escape Plan 2: Hades, 2018)** არის მძაფრსიუჟეტიანი თრილერი, რომელიც გრძელდება რეი ბრესლინის ისტორიით, რომელმაც გაითქვა სახელი სუპერგამძლე ციხეებიდან გაქცევის უნარით. ამჯერად, რეის მოუწევს ახალი გამოწვევის წინაშე დადგომა, როდესაც მისი მეგობარი და გუნდის წევრი, შუ, გაუჩინარდება. შუს აიყვანენ და მოათავსებენ ახალ, ტექნოლოგიურად განვითარებულ და მაღალდაცვის მქონე ციხეში სახელად „ჰადესი“. ფილმი სავსეა დინამიკური ბრძოლებით, ინტენსიური გაქცევის სცენებით და მაღალტექნოლოგიური უსაფრთხოების სისტემებით, რაც რეის წინაშე თითქმის დაუძლეველ გამოწვევას ქმნის. „გაქცევის გეგმა 2“ აერთიანებს ფიზიკურ უნარებს, გუნდურ მუშაობას და რთულ სტრატეგიულ გეგმებს, რათა გმირებმა გადალახონ მომაკვდინებელი დაბრკოლებები და ჰადესიდან თავი დააღწიონ.
სისხლი
sisxli / Blood Out
ძმის მკვლელობის შემდეგ შერიფი მაიკლ სავიონი ტოვებს თავის თანამდებობას და წევრიანდება ადგილობრივ ბანდაში, რათა შური იძიოს ძმის მკვლელებზე
თორმეტი
Twelve
ფილმის მთავარი გმირი უფროსკლასელი მაიკია, შეძლებული ოჯახიდან, რომელსაც სკოლიდან რიცხავენ. ამის შემდეგ ის ნარკოტიკებით მოვაჭრეთა სამყაროში ხვდება. საქმე კარგად მიდის, ფულიც წყალივით მოდის, თუმცა, ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება: მის ძმას კლავენ, საუკეთესო მეგობარს კი აპატიმრებენ.
13 (ფილმი)
მთავარი გმირი, ახალგაზრდა და გულუბრყვილო ვინსი, შემთხვევით აღმოაჩენს სწრაფი გამდიდრების ხერხს. ინსტრუქციები ზუსტად უნდა შესრულდეს, რომელიც ფოსტით მოვა ზოლიანი კონვერტით. მას შემდეგ, რაც წინასწარ განსაზღვრული ადრესატი ზედმეტი დოზისგან იღუპება, ვინსი გადაწყვიტავს ავანტიურაზე წავიდეს. ის თავს გარდაცვლილის მაგივრად ასაღებს და წარმოდგენა არ აქვს, რომ ამით სასიკვდილო თამაშში ერთვება.
სიმამაცის სახლი
Home of the Brave
ჯარისკაცებს ეუბნებიან, რომ ორ კვირაში სახლში დაბრუნდებიან, ისინი ჩასაფრებულები არიან ერაყის ქალაქში. ჩვენ მივყვებით ოთხივე მათგანს - ქირურგი, რომელმაც დაინახა ყველაფერი. მასწავლებელი, რომელსაც ჰყავს მარტოხელა დედა და რომელმაც ხელი დაკარგა. ქვეითი, რომლის საუკეთესო მეგობარი მოკვდა დღეს და ჯარისკაცი, რომელიც ძლივს გადარჩა იმ წუთას, როცა მოკლა მოქალაქე ქალი.
გამდიდრდი ან მოკვდი
Get Rich or Die Tryin\'
ფილმი გადაღებულია პოპულარული რეპერის - კერტის ჯექსონის ცხოვრების მიხედვით, რომლის სასცენო ფსევდონიმია \"50 ცენტი\"