იგორ ტიულენევი, მეტსახელად \"სელაპი\", პირველკურსელია და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. მის ირგვლივ ერთი ამბავია ატეხილი: მეგობრები წარამარა შეყვარებული არიან, ქორწინდებიან, ცოლებს შორდებიან... ჩვენს გმირს კი არ უმართლებს: არც პირველი სექსი ჰქონია ცხოვრებაში და არც პირველი სიყვარული. თავისი გამოუცდელობის დაძლევის მცდელობისას \"სელაპი\" მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდება.